x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სრულად ვაქცინირებულებში კოვიდით ინფიცირების შანსი 1/22500-ზეა
image

ორჯერ აცრილებში კოვიდით ინიფიცრების შანსი 22 500-დან მხოლოდ ერთია, ეს დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთში. შედეგები გამოცემა Daily mail-მა გამოაქვეყნა



კვლევის თანახმად, სრულად აცრილებში(ორჯერადად) კოვიდ-19-ის "აკიდების" შანსი სამჯერ ნაკლებია, ვიდრე მათში, ვისაც მხოლოდ ერთი აცრა აქვს გაკეთებული . ხოლო სრულიად აუცრელებში რისკი 2908-ში ერთია.




კვლევა, რომელიც ZOO Covid Symptom Research აპლიკაციაზე დაყრდნობით ჩატარდა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემებია შეგროვილი, წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ვაქცინამ ავადობის, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას შორის კავშირი გაწყვიტა.




ოფიციალური პირების შეფასებით, ვაქცინაციამ დაახლოებით 14000 ადამიანის სიცოცხლე იხსნა და თავიდან იქნა აცილებული 42, 000 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, მთლიანი 70 მილიონი დოზის ფონზე .



ამჟამად ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული, ორივე დოზა 28 857 102 მოქალაქეს აქვს მიღებული.



სიმპტომების თვალყურის დევნების აპლიკაციამ 543 ადამიანში ერთს აღმოუჩინა სიმპტომური კოვიდი, შემთხვევები უფრო მაღალია და უფრო სწრაფად იზრდება აუცრელ ახალგაზრდა თაობაში.



ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კოვიდის გავრცელება უფრო გაზრდილია 20 – დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, ვიდრე ვაქცინირებულ ხანდაზმული ასაკობრივი ჯგუფებში.

შედარებისთვის: 100 000 ადამიანზე 400 – ზე მეტი სიმპტომატური შემთხვევა იყო 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, როდესაც 60 წელზე მეტი ასაკობრივ ჯგუფში 100 000 კაცზე, მხოლოდ 50 შემთხვევა დაფიქისრდა.

0
207
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0