x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ირინა შეიკი და კანიე უესტი ერთად გამოიჭირეს!
ვიქორია სეკრეტის ანგელოზსა და კარდაშიანების ოჯახის ყოფილ სიძეს, მსოფლიო იცნობს. ბრედლი კუპერთან და კიმ კარდაშიანთან განშორების შემდეგ წყვილი არაერთხელ დააფიქსირეს ერთად. რამდენიმე დღეა ინტერნეტში მითქმა-მოთქმა არ წყდება, რადგან პაპარაცებმა მათი ერთობლივი, ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს.



image


გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით წყვილი ერთად მარტიდან არის. კანიე უესტსა და ირინა შეიკის რომანტიკულმა მოგზაურობამ საფრანგეთში ნამდვილად აღაფრთოვანა თაყვანისმცემლები, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ისინი ერთად გამოიჭირეს. აპრილის თვეშიც დაფიქსირდა მათი ერთად ყოფნა როგორც წყვილი ნიუ-იორკში DMX– ის ღონისძიების აღნიშვნის დღეს. ცოტა ხნის წინ კი წყვილი პაპარაცებმა დააფიქსირეს რეპერი Yeezy- ს დაბადების დღეზე საფრანგეთში.



image



"ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში იცნობენ და რამდენიმე კვირაა რაც ერთად არიან. კანიე საიმედო ბიჭია" - დასძინა წყარომ PEOPLE-სთან მცირე ინტერვიუს დროს და ისიც დაამატა, რომ წყვილმა სამი დღე გაატარა Villa La Coste-ში.



image



ამჯერად, ირინა და კანიემ წარუმატებლად სცადეს ტეტერბოროს აეროპორტში პაპარაცებისგან თავის დაღწევა.


ამბობენ, რომ კიმ კარდაშიანთან დაშორების შემდეგ კანიემ მალევე დაიწყო შეიკთან ურთიერთობა.


წყვილი ოთხშაბათს ტეტერბოროს აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დააფიქსირეს, სადაც რეპერი ცდილობდა დამალვოდა ჩასაფრებულ ფოტოგრაფებს, რათა არ დაედასტურებინა ჭორები ირინასთან რომანის შესახებ.



image


მედიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს თუ როგორ გადაადგილდება კერძო თვითმფრინავამდე ლურჯ სპორტულში ჩაცმული კანიე, რომელიც თავზე ქუდის წამოცმით ინიღბება. აქვე, მალევე ჩნდება ირინა თეთრ სპორტულებში, სათვალითა და შავი პირბადით.



Daily Mail- ის თანახმად, წყვილი ადრეც დააფიქსირეს ერთად პროვანსში- საფრანგეთში, სადაც ისინი ბუქსის ძვირადღირებულ სასტუმროში Villa La Coste იმყოფებოდნენ რამდენიმე დღე.



ირინას გადაწყვეტილება, ჰქონდეს რომანი რეპერთან, საზოგადოებამ ძალიან გააკრიტიკა.




0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0