x
პიელონეფრიტი
პიელონეფრიტი არის თირკმლის ღრუოვანი ნაწილების და ინტენსტიციალური ქსოვილის არასპეციფიკური ანთებითი პროცესი. მოგვიანებით სტადიაზე მოიცავს, როგორც სისხლძარღვებს, ასევე გორგლოვან და მილაკოვან აპარატს.

პიელონეფრიტი თირკმლის ერთ-ერთი უხშირესი დაავადებაა. გვხვდება სიცოცხლის ყველა პერიოდში, ნებისმიერ ასაკში, ძირითადად ბავშვებში და მოზრდილებში 30-40 წლის შემდეგ. ქალებში 5ჯერ უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. ცალკე გამოიყოფა ორსულთა პიელონეფრიტი.

image

პიელონეფრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია: ნაწლავის ჩხირი 50-60%; სტაფილოკოკი; სტრეპტოკოკი; პროტეუსი; ენტეროკოკი; ჩირქმბადი ლურჯ-მწვანე წყალმცენარე და სხვა. ხშირად პიელონეფრიტი პოლიინფექცია, შერეული ინფექციაა. მისი გავრცელება ხდება: ჰემატოგენური, უროგენული და ლიმფოგენური გზით.


კლასიფიკაცია: პირველადი და მეორადი.

მიმდინარეობის მიხედვით: მწვავე, ქრონიკური და რეციდიული.

გავრცელების გზის მიხედვით: ჰემატოგენური, უროგენურილი და ლიმფოგენური.

ფიზიოლოგიური მდგომარეობის და სხვა დაავადებათა ფონზე მიმდინარეობის მიხედვით: ახალშობილთა და ბავშვთა, ხანში შესულთა და მოხუცებულობის ასაკის, ორსულთა, დიაბეტური, ზურგის ტვინის დაზიანების ფონზე მიმდინარე.

image

მწვავე პიელონეფრიტი

პირველადი მწვავე პიელონეფრიტის დროს ლოკალური ნიშნები გამოხატულია სუსტად, თუმცა ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება იყოს მძიმე, გამოხატულია: ძლიერი საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია.

მოერადი პიელონეფრიტის დროს სიმპტომატიკა ხასიათდება ჩივილებისა და ზოგადი მდგომარეობის მონაცვლეობით. ტკივილის ფონზე შემცივნება, გულისრევა, ტემპერატურის მატება, შემდგომი მკეთრი დაცემით, ოფლიანობა, საერთო სისუსტე. გამოხატულია ძირითადი სამი სიმპტომი: ტკივილი, დიზურიული მოვლენები და ინტოქსიკაცია. პერიფერიულ სისხლში: ლეიკოციტოზი, მაღალი ედს-ი. შარდში: ბაქტერიურია, პიურია ტკვილები წელის მიდამოში ხერხემალთან მარჯვნივ ან მარცხნივ, ირადიაციით ზემოდან ქვემოთ, გარედან შიგნით, ირიბად, გარეთა სასქესო ორგანოებისკენ. პასტერნაცკის სიმპტომი დადებითია.

imageპიელონეფრიტით დაავადების რისკ-ფაქტორები: თირკმლის შარდ-კენჭოვანი დაავადებები, საშარდე სისტემის ანომალიები, შარდის პასაჟის დარღვევა, შარდის ბუშტ-შრდსაწვეთის რეფლუქსის არსებობდა, ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის დაქვეითება.

image

დიაგნოსტირებისთვის ვიყენებთ: უტრაბგერით სკანირებას, რენტგენოლოგიურ კვლევას და რადიოიზოტოპურ კვლევას.

მკურნალობა იწყება: ანტიბაქტერიული მკურნალობით და ტარდება სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ გართულების შემთხვევაში ვატარებთ უკვე ოპერაციული ჩარევას (თირკმლის დეკაფსულაცია, კარბუნკულექტომია, თირკმლის დრენირება).


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0