x
მოზრიდლთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი
მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი -არის პოლიორგანული დაზიანების კომპონენტი, რომელიც დაკავშირებულია ინტერსტიციალური, ენდოთელიალური და ალვეოლური შრეების პირველად და მეორად დაზიანებასთან ალვეოლოკაპილარული მემბრანის ენდო- და ეგზოტოქსიური ფაქტორებით.

მრდს განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: პირდაპირი(ფილტვისმიერი) და არაპირდაპირი(ფილტვგარეშე).

პირდაპირი(ფილტვისმიერი) მიზეზებია: პნევმონია, ტოქსიკური ნივთიერებების ინჰალაცია, ფილტვების დაჟეჟილობა, ცხიმოვანი ემბოლია, იშემია-რეპერფუზია.

არაპირდაპირი(ფილტვგარეშე) მიზეზებია: სეფსისი, შოკი, ტრავმა, მასიური ჰემოტრანფუზიები, მწვავე პანკრეატიტი, დამწვრობები.


image

მრდს კლასიფიკაცია: I სტადია: კლინიკური ნიშნები არ არის, შეიძლება გამოვლინდეს ბიოქიმიური და სხვა გამოკვლევების საშუალებით.

II სტადია(კომპენსაციური/არადეკომპენსაციური): კარგად გამოვლენილი კლინიკური ნიშნები, ფუნქციური კვლევების საშუალებით შეიძლება დადასტურდეს.

III სტადია(ფინალური): გამოხატული პოლიორგანული უკარისობა.

მრდს იყოფა: პირველადად და მეორეადად, თავის მხრივ პირველადში გამოიყოფა ასპირაციული სინდრომი და პნევმონია, ხოლო მეორადში ნებისმიერი კრიტიკული მდგომარეობა.

imageდიაგნოსტიკა: მრდს ვლინდება მძიმე სუნთქვის უკმარისობის ნიშნებით. აუსკულტაციით მოისმინება სველი და მშრალი ხიხინი, მკვრივი სუნთქვის ფონზე. დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელზეც აღენიშნება სურათის გამჭვირვალობის მომატება, მრავლობითი ჩრდილებით. დიფ.დიაგნოსტიკა- CT კვლევა, ლაბორატორიული მაჩვენებლებით სახეზე გვაქვს ჰიპოქსემია; ჰიპერკაპნია.

imageინტენსიური თერაპია:

სწორი, დროული დიაგნოსტირება და ეტიოლოგიის დადგენა;

პოლიორგანული უკმარისობის სიმძიმის შეფასება;

გადაუდებელი პათოგენური თერაპიის ჩატარება;

ფილტვების სისხლმიმოქცევის ნორმალიზაცია;

ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ალვეოლო-კაპილარულ მემბრანაზე;

გაზთა ცვლის ნორმალიზაცია.

უნდა მოხდეს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება ალვეოლურ-კაპილარულ მემბრანაზე, რაც მდგომარეობს შემდგომში, უნდა გამოვიყენოთ: ინჰალაციური გლუკოკორტიკოსტეროიდები, ინტრავენური გლუკოკორტიკოსტეროიდები, მეტილპრედნიზოლონი(2 მკ/კგ დღეში)-12 დღე. თუმცა აღსანიშნავია, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები არ არის რეკომენდირებული პროფილაქტიკისთვის.

ინჰალაცია ან ინსტილაცია სურფაქტანტის(მისი დადებითი მოქმედება მმრს დროს არ დადასტურდა რანდომიზირებული კვლევების დროს).

imageსაბოლოდოდ, რომ შევაჯამოთ გადაუდებელი მოქმედების ალგორითმი, ეს არის რომ მოხდეს შაფასება კრიტიკული მდგომარეობების, მძიმე სტადიებისას მრდს-ინტუბაცია, ხელოვნური ვენტილაცია, ეტიოლოგიის დადგენა, სწორი რესპირატორული პარამეტრების შერჩევა, ნახველის ავაკუაციის სტიმულაცია, მეტილპრედნიზილონი ხმარება (აეროზოლი, ინტრავენური ფორმა), ადრეული რეაბილიტაცია. ეს ღონისძიებები გვეხმარება დროულად დავიწყოთ მკურნალობა და მოხდეს პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ჯახტანიძე ქეთევან
ჯახტანიძე ქეთევან
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0