x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნახევარ ქვეყანას ვძულდი ,,პროფილის“ გამო და მეორე ნახევარს ვუყვარდი იმავე მიზეზით-მაია ასათიანი
imageივნისის დასაწყისში, როგორც აღმოჩნდა, თიქ-შოუ "პროფილს" 13 წელიწადი შეუსრულდა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მისი უცვლელი წამყვანი, მაია ასათიანი აქვეყნებს ნაწყვეტს ავტობიოგრაფიული წიგნიდან "სიცოცხლე ოცდახუთ წამში":


"ერთი წლის შემდეგ “პროფილი" წლის ყველაზე რეიტინგული გადაცემა გახდა. გადაცემის პირველ წლებში ხუთშაბათს, საღამოს ათზე საქართველოს ქალაქებში მოძრაობა ჩერდებოდა. ამ დროს ჩართული ტელევიზორების 84 პროცენტი ჩემს ტოქშოუს უყურებდა. “პროფილი“ იყო ყველგან: ყოფაში, მოდაში, ანეკდოტებში, ჭირში და ლხინში - მღეროდნენ ისე, როგორც “პროფილში“, ცეკვავდნენ ისე, როგორც “პროფილში, ხუმრობდნენ ისე, როგორც “პროფილში“ და ტიროდნენ პროფილურად. ცხრა წლის განმავლობაში გადაცემა ქართული სატელევიზიო სივრცის რეკორდსმენი იყო. მუდმივი მაყურებლის ყველაზე მაღალი რიცხვით. ნახევარ ქვეყანას ვძულდი “პროფილის“ გამო და მეორე ნახევარს ვუყვარდი იმავე მიზეზით. სიყვარულიცა და სიძულვილიც უკიდეგანო იყო, ზღვარზე - ისე, როგორც მხოლოდ ქართველებს შეუძლია. მე კი ჰამბურგერს ვაკეთებდი - გადაცემას ყველასთვის" - Ნაწყვეტი წიგნიდან “სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში"

image

შეგახსენებთ, მაია ასათიანი ავტობიოგრაფიული წიგნი "სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში" ამა წლის იანვარში გამოვიდა და მყისვე ბესტელერად იქცა.


"უზარ­მა­ზარ სივ­რცე­ში ყვი­თე­ლი შუქი იდგა, ყვე­ლა­ფე­რი ციმ­ცი­მებ­და. ციმ­ციმს გა­ნა­თე­ბის მძლავრ ნა­კად­ში არეკ­ლი­ლი მტვრის ნა­წი­ლა­კე­ბი იწ­ვევ­და. მე­ქა­ნი­კუ­რად ზე­ვით ავი­ხე­დე, ჭერი არ ჩან­და. ყველ­გან სხვა­დას­ხვა გა­ნა­თე­ბის აპა­რა­ტი ეკი­და. ყვე­ლა­ფე­რი ბრჭყვი­ა­ლებ­და. ორ­წლი­ა­ნი სიბ­ნე­ლი­დან მო­სულ ბავ­შვზე ამ­დე­ნი სი­ნათ­ლე ჯა­დოს­ნურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და", - ეს პა­ტა­რა ამო­ნა­რი­დი ახლავს მაია ასათიანის წიგნის გარეკანს.


ამა წლის მარტის ბოლოს მაია ასათიანმა 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "რუსთავი"-2 დატოვა, მისი გადაცემა "პროფილმა" უკვე ტვ პირველზე გადაინაცვლა სახელწოდებით "ახალი პროფილი", რომლის 7 გადაცემა გავიდა ეთერში.



image

პოპულარულმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ტვ პირველის გადაცემა "პასუხებში" საკმაოდ ორაზროვნად გასცა პასუხი კითხვას: "არის თუ არა შეყვარებული მაია ასათიანი? 44 წლის ტელეწამყვანი ამბობს, რომ "ვნახოთ არ ვიცი" ტელწამყვანის თქმით ინსტაგრამზე გაზიარებული ფოტო "ინტრიგა" არ არის, უბრალოდ სუ...



0
189
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0