x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მაია ასათიანის ინტრიგა:"შეყვარებული არ არის" და თან ინტიმურ ფოტოებს აქვეყნებს ინკოგნიტო მამაკაცთან ერთად
imageპოპულარულმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ტვ პირველის გადაცემა "პასუხებში" საკმაოდ ორაზროვნად გასცა პასუხი კითხვას: "არის თუ არა შეყვარებული მაია ასათიანი? 44 წლის ტელეწამყვანი ამბობს, რომ "ვნახოთ არ ვიცი"


ტელწამყვანის თქმით ინსტაგრამზე გაზიარებული ფოტო "ინტრიგა" არ არის, უბრალოდ სურვილი იყო რაღაც გაეზიარებინა მაყურებლისთვის და არც იმას ამტკიცებს, რომ "შეყვარებულია", უბრალოდ დადებითად არის განწყობილი იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში.

image

image


აღსანიშნავია, რომ მანამდეც მაია ასათიანმა საკუთარ დაბადების დღე(4 მაისი) სანაპიროზე სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად აღნიშნა და მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

image

შეგახსენებთ, რომ ამა წლის მარტის ბოლოს მაია ასათიანმა 20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ "რუსთავი"-2 დატოვა, მისი გადაცემა "პროფილმა" უკვე ტვ პირველზე გადაინაცვლა სახელწოდებით "ახალი პროფილი", რომლის 6 გადაცემა გავიდა ეთერში.

image

პროფილის გარდა მაია ასათიანი იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.ამასთანავე ტელეწამყვანმა ითამაშა კომედიურ -ლირიკულ დრამაში "ოცნების ქალაქი"(2010)


ტელეწამყვანს 2017 წლის თებერვალში საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს, საფრანგეთში მენინგიტის დიაგნოზით დაეღუპა ერთდადერთი ქალიშვილი ნუცა მახვილაძე.

0
707
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
707
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0