x
"რა სპირიდონი, ხალხო, ვინაა სპირიდონი? წარმოდგენა არა გვაქვს, ბავშვები რა მდგომარეობაში არიან!"

ვახოჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ამბებს და წერს:

ჩემი აზრით, რასაც ქვემოთ დავწერ, კატასტროფაა !
სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან. აღმოჩნდა, რომ თურმე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ოთხი საქმის გამოძიება მიდის, ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლით.
2016-2021 წლების პერიოდზეა ლაპარაკი. 5 წელია, ამაზე იცის, უფრო მეტიც იძიებს კიდეც თურმე სახელმწიფომ.
ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ამბავი. სახალხო დამცველს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი არ უშვებს პანსიონში. დაწესებულება დახურულ სივრცედ აქცია. ომბუდსმენის აპარატი საკონსტიტუციო გარანტიებითაა აღჭურვილი. ეს სპირიდონი ფეხებზე იკიდებს კონსტიტუციას და არღვევს კანონს.
საპატრიარქო დუმს ან მხარს უჭერს სპირიდონს.
სახელმწიფო დუმს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს სასულიერო პირების განაწყენება.
ლაპარაკია ბავშვებზე. ხელისუფლება დუმს ან ელოლიავება მთავარეპისკოპოსს. ფეხებზე იკიდებს ბავშვებს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს ეკლესიასთან დაძაბულობა.
ლაპარაკია ბავშვებზე - წინ არჩევნებია.
ბავშვებზე !
რა სპირიდონი, ხალხო. ვინაა სპირიდონი - წარმოდგენა არა გვაქვს, ბავშვები რა მდგომარეობაში არიან !
კიდევ უფრო საოცრება - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნინოწმინდის პანსიონში სპირიდონმა შეუშვა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)
მიტროპოლიტი სერაფიმე 2017 წელს ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან წასვლა მოიწია.
0
286
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0