x
რატომ წვავენ ინდოეთში ქალებს
დამწვარი ქალი50 წელზე მეტი დრო გავიდა, რაც ინდოეთში მზითევის მიღების წესი აიკრძალა ოფიციალურად, თუმცა სასძლოს ოჯახმა რომ უნდა გადაიხადოს საქორწინო საჩუქრები დღემდე შეუცვლელად რჩება. ხშირად ცოლებს მიიჩნევენ ფინანსურ ტვირთად, ამიტომაც პატარძლის ოჯახმა უნდა გადაიხადოს გოგოს სიცოცხლისათვის მზითვის სახით. (ფული ძვირფასეულობა და სხვა).

ინდოელი ბავშვიძალიან ღარიბ ოჯახებში, გოგონას გაჩენაზე ფიქრიც კი ზარავთ. ეს მზითევის სისტემა გახლავთ ახალშობილ გოგონათა მკვლელობის მზარდი რაოდენობის მიზეზი. აგრეთვე, ცნობილი ფაქტებია, რომ ახალგაზრდა გოგონებმა თავი მოიკლა, რადგანაც მშობლებს არ შეეძლოთ მისთვის მზითევი მიეცათ.


ინდოელი ბავშვი

ქალის სტატუსი ქმრის სახლში მისგან მოტანილი მზითვის რაოდენობით განისაზღვრება, ხოლო რძალს საფრთხე დაემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ქმრის ოჯახი ჩათვლის, რომ მოტანილი მზითვი შეთანხმების მიხედვით არასაკმარისია.


თუკი ქალის ოჯახი ვერ შეძლებს მათი მოთხოვნილება დააკმაყოფილონ, შესაძლებელია რძალზე იძალადონ: ან გააგდონ, ან მოკლან, რადგან სხვა მზითვიანი ქალი შეირთოს სიძემ. უარყოფილ ქალებს სამწუხაროდ ძალიან ცუდი მომავალი აქვთ. ძალზე იშვიათია გაგდებული ქალი ოჯახმა მიიღოს. მთავრობა კი რამდენიმე თავშესაფარს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ასეთი რეპუტაციის ტვირთის შიშით მზად არიან ქმრების ცემა აიტანონ.

ინდოელი ბავშვები

სიკვდილიანობის ოფიციალური მაჩვენებელი თუკი 1987 წელს იყო 1912, 2010 წელს ავარდა 8391-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ 90 წუთში ერთ რძალს წვავდნენ იმ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა დანაშაულთა რეგისტრაციის ინდოეთის ეროვნულმა ბიურომ.
შემთხვევათა უმეტესობებში ქმარი ან მისი ნათესავები ნავთს ასხამდნენ ქალს და ცეცხლს უკიდებდნენ, იმ იმედით, რომ შემთხვევას თვითმკვლელობად, ანდა უბედურ შემთხვევად ჩათვლიდნენ. ზოგი ქალი მჟავათი იყო დამწვარი. გადარჩენილები კი ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად ტრამვირებულები დარჩნენ. თუმცა ეს სტატისტიკა ოფიციალურად დაფიქსირებულია, ხოლო ათასობით სიკვდილი არააა დაფიქსირებული როგორ და რანაირად მოხდა!!!


0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0