x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული ჰიტის Raindrops Keep Fallin’ on My Head-ის შემსრულებელი
image

გარდაიცვალა ამერიკელი ქანთრი და პოპ მომღერალი ბი ჯეი თომასი *BJ Thomas) ამის შესახებ იტყობინება CNN-ი.


ცნობილია გახდა, რომ თომასი გარდაიცვალა 29 მაისს ტეხასში ფილტვის კიბოთი გამოწვეული გართულებების შედეგად . მომღერალი 78 წლის იყო.

image


ბილი ჯო თომასი (სრული სახელი) დაიბადა 1942 წლის 7 აგვისტოს ჰიუგოში, ოკლაჰომა.

პირველად, მომღერალმა საზოგადოების მხრიდან ყურადღება მიიპყრო ქანთრის ვარსკვლავის, ჰენკ უილიამსის სიმღერის ქავერით I'm So Lonesome I Could Cry . მის მიერ შესრულებულმა ჰიტი 13 კვირის მანძილზე იყო Billboard Hot 100-ში 1966 წელს.


ორი წლის შემდეგ, თომასის სიმღერა Hooked on a Feeling, რომელის ტექსტის ავტორი მისი მეგობარი მარკ ჯეიმსი იყო წლის ტოპ-5 სიმღერის სიაში შევიდა, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარუობა მომღერალს მოუტანა 1970 წელს გამოსულმა სიმღერა-საუნდრეკმა-"Raindrops Keep Fallin’ on My Head", რომელმაც # 1 ადგილი დაიკავა "ბილბორდის ჩარტებში" და კონკურენცია გაუწია ისეთ ცნობილ სიმღერებს, როგორიცაა ჰოლანდიური ჯგუფის Shocking Blue-ს "Venus»", ბრიტანული ჯგუფის "Christie" - ის "Yellow River" და "ამერიკული დუეტის სიმონ და გარფანკელის" "Bridge on Troubled Water "

image

"Raindrops Keep Fallin’ on My Head"-ის გამო მოღერალს 2014 წელს "გრემის" პრემია გადაეცა, ხოლო თავად სიმღერა "დიდების დარბაზში" შეიყვანეს. კომპოზიციის ავტორები არიან ბერტ ბაკარაკი და ჰელ დევიდი, ბი ჯეი თომასის მიერ შესრულებული სიმღერა საუნდრეკია ცნობილი ფილმისა "ბიტჩ კასიდი და სანდერს კიდი"(1969)


1
124
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
124
  
2021, 1 ივნისი, 17:13
როგორი მოსაწონია სტატია, რომელშიც ასეთი ვარსკვლავის გარდაცვალების ინფოა? მაგრამ მოვიწონე
0 1 1