x
image
ლანა92
ტომი, რომელიც არასოდეს იძინებს - ამ ფენომენის მიზეზიც ძალიან უცნაურია

image


ბრაზილიაში, მდინარე მაისთან ცხოვრობს ინდიელთა უჩვეულო ტომი, პირახას სახელწოდებით. ისინი განსხვავდებიან ცხოვრების უცნაური წესითა და თავისებური რწმენით.მწერალი და ყოფილი მისიონერი დენიელ ევერეტი 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მათთან, პირახას ტომში.

პირახას ტომელებს საერთოდ არ შეუძლიათ თვლა და ანგარიში, ერთამდეც კი. ისინი ცხოვრობენ აქ და ახლა, ანუ აწმყოში და სულაც არ ადგენენ სამომავლო გეგმებს. არც წარსულს აქვს მათთვის რაიმე მნიშვნელობა. პირახას ტომელებისათვის მხოლოდ აწმყო არსებობს, სხვა დროს ისინი არ ცნობენ. მათ არ იციან, როდის რომელი საათია, ვერც დღეს, დილასა და ღამეს არჩევენ ერთმანეთისაგან, მით უმეტეს პირახას ტომელებისათვის უცხოა დღის გეგმა, წესრიგი, რეჟიმი. ისინი ჭამენ იმის მიხედვით, ვის როდის მოშივდება და ძილიც არ იციან, ფაქტობრივად, მხოლოდ ნახევარი საათით თუ წაუძინებენ, რადგან მიაჩნიათ, სწამთ, რომ ხანგძლივი ძილი ძალას ართმევს ადამიანს.

0
467
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0