x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ახლა გათხოვილი ვარ, თუმცა – უბედური. ძნელია, როცა კაცი არ გიყვარს-29 წლის თეას აღსარება
image

თეა-29 წლის



"მართალია, ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მაგრამ პატიოსან ოჯახში გავიზარდე და ის ელემენტარული არ მაკლდა, რაც ადამიანს სჭირდება. დედ-მამა მიწაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, უზრუნველი ბავშვობა მქონოდა.

უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. ბევრს ჰქონდა სერიოზული გრძნობები ჩემ მიმართ და ცოლობასაც მთხოვდნენ, თუმცა არ მინდოდა რაიონში გათხოვება და იქ დარჩენა. არ დამავიწყდება, ერთ-ერთი სოფლიდან ჩემი ხელის სათხოვნელადაც კი მოვიდნენ, თუმცა, ცივი უარით გავისტუმრე. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს.


მოკლედ, სტუდენტი რომ გავხდი და თბილისში მომიწია ქირით ცხოვრება, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ქალაქში იყო და ყველაფერი უნდა მეცადა, რომ აქ გავთხოვილიყავი, დავრჩენილიყავი და უკან, რაიონში არ დავბრუნებულიყავი.

ასეც მოხდა – უსყვარულოდ გავყევი ბიჭს, რომელიც არც შეძლებული იყო, არც დალაგებული ოჯახი ჰქონდა და არც გარეგნობით გამოირჩეოდა. გამიჭირდა ბედთან შეგუება, თუმცა, ქალაქელი გავხდი და ამან ყველაფერი გადაწონა. მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ სიძით, მაგრამ საყვედური არ უთქვამთ. როგორც შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. ზუსტად ექვს თვეში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. გამოსავლის ძებნა დავიწყე და საბოლოო ჯამში, ისევ ქირით გადავედი საცხოვრებლად.


დავამთავრე თუ არა უმაღლესი, კვლავ რაიონში დავბრუნდი. რომ მეგონა, ამოვისუნთქე და ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, სწორედ, იქ შევცდი. რაიონში, განათხოვარ გოგოს, სხვა თავალით დამიწყეს ყურება. ქუჩაში მიმავალს, მანქანებს მიჩერებდნენ, გაყოლას მთავაზობდნენ, სახლთანაც კი მიდარაჯებდნენ...


მოკლედ, მივხვდი, იქ აღარ მედგომებოდა. განათხოვარი და სახელგატეხილის სტატუსის ტარებას ყველაფერი მერჩივნა. ისევ თბილისში დავბრუნდი და დროებით ნათესავს შევეკედლე. ვიფიქრე, სამსახურს ვიშოვი, ცოტა ფულს დავაგროვებ, ბინას ვიქირავებ და იქ გადავალ საცხოვრებლად-მეთქი. აქაც შემხვდა ბარიერები. რამდენი ბიჭიც გავიცანი და შევხვდი, რომ გაიგეს განათხოვარი ვიყავი, ყველამ სექსი შემომთავაზა. იქვე კი ვასრულებდი ურთიერთობას და შეხვედრებზე უარს ვამბობდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვრჩებოდი.


ბოლოს ერთი ბიჭი გავიცანი, გარეგნობითა და ოჯახიშვილობით, ჩემი ქმრის მსგავსად, არც ის იყო სახარბიელო, თუმცა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ცოლობა მთხოვა. პირდაპირ არ დავთანხმებივარ, მოსაფიქრებლად დრო ვთხოვე. დავფიქრდი და მივხვდი: ჯობდა, უსიყვარულოდ გავთხოვილიყავი, ვიდრე განათხოვარი გოგოს სტატუსით მევლო. ისევ უსიყვარულოდ გავყევი ცოლად ჩემთვის სრულიად მიუღებელ ადამიანს.


ახლა გათხოვილი ვარ, თუმცა – უბედური. ძნელია, როცა კაცი არ გიყვარს. (გააგრძელე კითხვა)


ჟურნალ "თბილისელების" მიხედვით



image


ასევე დაგაინტერესებთ


პოპულარულმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ტვ პირველის გადაცემა "პასუხებში" საკმაოდ ორაზროვნად გასცა პასუხი კითხვას: "არის თუ არა შეყვარებული მაია ასათიანი? 44 წლის ტელეწამყვანი ამბობს, რომ "ვნახოთ არ ვიცი" ტელწამყვანის თქმით ინსტაგრამზე გაზიარებული ფოტო "ინტრიგა" არ არის, უბრალოდ სუ...


ანი ლორაკის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ კონსტანტინე მელაძე აიძულებდა თავისავე შექმნილ ჯგუფის წევრებს მასთან ინტიმური ურთიერთობის დაწყებას, ამის შესახებ კიდევ ერთმა მომღერალმა ისაუბრა. ტატიანა ნაინიკმა გადაცემა ""Звёзды сошлись"-ის ეთერში კონსტანტინე მელაძესთან თანამშრომლობის შესახებ...


ანონიმური ისტორია ქალისა, რომლის ქმარმაც არ აპატია მასზე ბევრად მეტი პარტნიორის ყოლა. როგორ გაიდიდა პენისი და დაანგრია ოჯახი, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა. ჩვენ შეხვედრები ახალი დაწყებული გვქონდა, როდესაც ბლეიკმა მკითხა, თუ რამდენი სექსუალური პარტნიორი მყავდა. მადლიერების დღე იყო, ერთად გავ...

"როცა თამაშობ..თხასთან( დართული აქვს თხის სიმბოლო) მაგრამ ხარ..ვეფხვი( ვეფხვის სიმბოლო). მაგარია, ასეთი ტექსტი დაურთო ვიდეოს 12 მარტს ჩოგბურთელმა შარლოტა ჰელენმა ყატარში ნიკოლოზ ბასილაშვილის ფედერერთან გამარჯვების შემდეგ. ბასილაშვილის რჩეული გერმანელი ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენია, რომელიც გასულ წელს აქ იყო ჩამოსული და ნიკას სასამართლოებასაც ესწრებ...

0
773
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0