x
image
ლანა92
რა მოხდა ოთახში და ვინაა მატილდა? - 3 არც ისე მარტივი გამოცანა
image


1. აბსოლუტურად ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანი საავადმყოფოდან ხელში აყვანილი გამოიყვანეს. ასეთი რამ შესაძლებელია და როგორ?

2.ქალი დიდხანს ვერ იძინებდა. მერე ვიღაცას დაურეკა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ამის მერე მალევე დაიძინა. ვის დაურეკა ქალმა?

3.გოგონა ოთახში შევარდა და მინის გატეხვის ხმა გაისმა. ამავდროულად მატილდა გარდაიცვალა. რა მოხდა ოთახში და ვინაა მატილდა?



პასუხები:

1.დიახ, ის ახალშობილია.

2. მეზობელს, რომელიც ხვრინავდა, სატელეფონო ზარით გააღვიძა და ხვრინვის ხმა რომ აღარ ესმოდა, ქალმა მშვიდად დაიძინა.

3. მატილდა თევზია, გოგონამ მინის აკვარიუმი გატეხა და თევზი დაიღუპა.

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0