x
image
ლანა92
არიზონაში ტურისტი გადააწყდა კუს, რომელიც ზურგით სისინა გველს დაატარებდა

image






ტურისტი არიზონას შტატში, პიმოს ოლქის გარშემო მოგზაურობდა. მან შემთხვევით შეამჩნია და გადაუღო სურათი და ვიდეო კუს, რომელიც ზურგით გველს დაატარებდა. კუს ბაკანზე ამხედრებული გველის ვიდეოს ავტორი დარწმუნებულია, რომ ასეთი უჩვეულო სურათის ნახვის შესაძლებლობა ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თუ ექნება.

გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, თუ როგორი თავგამოდებით დაატარებს კუ უდაბნოში სახიფათოდ სისინა გველს. ვიდეოს ავტორის, ამერიკელი ტურისტის თქმით, არ იცის, რა მიზეზით გადაწყვიტა ორი განსხვავებული სახეობის ცხოველმა გაერთიანება, თანაცხოვრება. "ცნობილია, რომ ზოგჯერ კუები და გველები ერთ ბუნაგში ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ისინი ერთად მოგზაურობდნენ", - განაცხადა ამერიკელმა.

2
352
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
352
  
2021, 22 მარტი, 11:28
:)
2021, 22 მარტი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2