x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
"ყოვლად უგვანო საქციელია ის, რასაც ახლა “ქართული ოცნების” დამაქცევარი კადრულობს" – შორენა მირცხულავა

image


ფოთის მერის ყოფილი თანაშემწე, ჟურნალისტი შორენა მირცხულავა "ქართული ოცნების" ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, გიორგი გახარიას წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მათ საქციელს "მოღალატეობრივს" და "უგვანოს" უწოდებს. უცვლელად გთავზობთ მირცხულავას ვრცელ ფეისბუქპოსტს, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა: "უფროსი რომ იტყვის ენგური ზევით მიდისო, ჩუხჩუხით ბატონოო" უნდა მიაძახოთ?! მეც მოღალატე ვარ, ოღონდ არვიცი ვის გღალატობთ?! ყოვლად უგვანო საქციელია ის, რასაც ეხლა "ქართული ოცნების" დამაქცევარი, 2012 წლის მებრძოლების მოღალატე, ირაკლი ღარიბაშვილის მაგინებელი, ორი მოწვევის პარლამენტში კუნძივით დადებული და ნაცების ამღზევებელი დიტო სამხარაძე კადრულობს და მას საქართველოს ყველა რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებში და პარტიულ ორგანიზაციებში დასაქმებული ამალა უკომენტარებს!!!პირადად მე 2013 წლიდან, რაც ეკა ბესელიას ხუშტურების გამო გადავიტანე, მტერსაც არ ვუსურვებ (აქ მაგის მოყოლა მეზარება, ვინც მიცნობს ყველამ იცის ისედაც), 2015 წელს კი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საბოლოოდ გამანთავისუფლეს ფოთის მერიიდან, სადაც მერის თანაშემწის პოზიციას ვიკავებდი. მიუხედავად ამისა, მაინც შემდგომ ყველა არჩევნებში "ქართულ ოცნებას" დავუჭირე მხარი, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გვთხოვა სამხარაძისნაირების ჩასვრილის გამოსწორებაში დაგვეხმარეთო. დაგიდექით გვერდით მე და ბევრი ჩემი 2012 წლის თანამებრძოლი მთელი საქართველოდან, ისევ იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა და სათანადოდ მიაქცევდნენ ყურადღებას მათ ერთგულ ჯარისკაცებს. თუმცა არა, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტად გაავსეს საჯარო სამსახურები და საკრებულოები სწორედაც რომ მოღალატეებით. იმ ხალხით ვინც 2012 წლამდე ნაცების შტაბის უფროსები იყვნენ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მერე კი გადმოპორტირდნენ და დღემდე მაღალი თანამდებობები უკავიათ სხვადასხვა საჯარო სამსახურში. დიტო სამხარაძე მსგავს პრეტენზიებზე, "ქართული ოცნების" 2012 წლის მებრძოლ აქტივს ასე პასუხობდა: "რა იცით თქვენ როგორ გვეხმარებოდნენ ჩუმადო". ესეიგი საკუთარ ერთგულ ხალხს, სხვისი "მოღალატეები" ამჯობინა და აღაზევა.რაც ეს წლები "ქართული ოცნებიდან" მართლა მოღალატეები გაიქცნენ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არცერთ მათგანზე ასე ორკესტრირებულად არ გიძახიათ მოღალატეები და მაგ მოღალატეების ერთგული ხალხი ისევ მაღალ საჯარო თანამდებობებზე გყავთ, ეხლა რა დაგემართათ, ასეთ აგონიაში ჩაგაგდოთ გახარიამ?! მე მცხვენია თქვენს ნაცვლად Maiko Sartania და სალომე წულაია, როგორ ვიბრძოდი და ვითხოვდი თქვენზე, რომ სხვა დაჩაგრულებივით უმუშევარი არ დარჩენილიყავით და იმ ყველაზე დაბალ პოზიციებზე მაინც დაენიშნეთ, საიდანაც ეხლა დიტო სამხარაძის მესიჯბოქსებზე აკომენტარებთ. მოგმარავთ ყველა მათგანს, ვინც ეხლა დიტო სამხარაძის დავალებით, გახარიაზე აკომენტარებთ მოღალატეაო, მიმოიხედეთ ირგვლივ, თქვენს სამსახურებში, თქვენს უშუალო ხელმძღვანელებში, თქვენი "უფროსების-უფროსების" გარემოცვაში და აბა რამდენს ამოიცნობთ "ქართული ოცნების 2012 წლის მებრძოლებს და რამდენს მერე პორტირებულ, ტროცკის მეთოდით თავშემონახულ და დღემდე, ყველა არჩევნებზე "ქართულ ოცნებაზე" ზურგში ლახვრის ჩამრტყმელებს. აქვე განვმარტავ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცი მისი დამოკიდებულება "ქართული ოცნების" 2012 წლის მებრძოლების მიმართ, არაერთხელ მიგვრძნია მისი დიდი მხარდაჭერა და თანადგომა და ვთვლი რომ პირადად მასთან უდიდესი მადლიერება და მეგობრული ვალდებულება გამაჩნია, რის გამოც შესაძლოა ისევ "ქართულ ოცნებას" დავუჭირო მხარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიტო სამხარაძის იმედზე არ დატოვებს მაგ პარტიას და ისევ პორტირებულებით არ დააკომპლექტებინებს მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის მერების თუ საკრებულოების კანდიდატებს. რაც შეეხება გახარიას მიმართ ჩემ დამოკიდებულებას, ვთვლი რომ გახარიამ საქართველოს არ უღალატა იმ დღეს, როცა გადადგა. გახარიამ თავისი გადადგომით ცოტა ხნით გაახანგრძლივა ნაცების "ბლატავის" დასაწყისი, რაც საბოლოოდ მაინც დააგვირგვინეთ და ფურორით გექნათ ნიკა მელია და ჟოროკა რურუა გამოსაშვები ციხიდან. "ქართული ოცნების" მიერ, ქართველი ხალხის ღალატია ის, რომ დღეს კონსტიტუცია დაგვახია თავზე შარლ მიშელმა და თქვენ 43 % -იან "თავანზე" მოგაწერინათ ხელი. ღალატი იქნება ის, რომ 43%_ის კიარა 34%_ის მობილიზებაც გაგიჭირდებათ ამ არჩევნებზე და რომც მოახერხოთ, მაინც გაგვიყალბესო აძახებინებთ ფანჩატურელებს, საბოლოოდ კი ვადამდელს დაგვამხობთ თავზე, ისედაც გაუბედურებულ ქვეყანას! P.S. ასე ბიძინა ივანიშვილმაც დაგტოვათ, მიგატოვათ და ხელებიც დაიბანა თქვენგან, მაგრამ აბა გაბედეთ და ეძახეთ მოღალატე!" - წერს შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში.


0
240
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
240