x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ იცვლება ასაკთან ერთად სექსუალური მიმზიდველობის ნიშნები
image

ავსტრალიელმა მკვლევარებმა გამმოიკვლიეს, რას ნიშნავს იყო სექსუალურად მიმზიდველი და როგორ იცვლება ქალთა და მამაკაცთა პრიორიტეტი ასაკის მატებასთან ერთად, წერს ჟურნალ PLOS One.


ამისათვის 18-დან 65 წლამდე შვიდი ათასზე მეტ ადამიანს მოუწყვეს ონლაინ გამოკითხვა. რესპონდენტებმა 0-დან 100 ქულამდე შეაფასეს პოტენციური პარტნიორების მნიშვნელობის ხარისხი ისეთი კრიტერიუმებზე, როგორიცაა ასაკი, მიმზიდველობა, ფიზიკური მახასიათებლები, ინტელექტი, განათლება, შემოსავალი, ნდობა, სიალალე და ემოციური კავშირი.


აღმოჩნდა, რომ პარტნიორის არჩევაში შემოსავალი ყველაზე ნაკლებ როლს თამაშობს .ამასთანავე ქალბატონები მამაკაცებისგან განსხვავებით გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ ასაკს, განათლებას, ინტელექტს, შემოსავალს, ნდობას და ემოციურ კავშირს - დაახლოებით 9-14 ქულა.




კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ პარტნიორტის შერჩევის დროს პრიოროტებები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ესთეტიკა მნიშვნელოვანია, ხოლო გოგონებისთვის - პიროვნული თვისებები. ამასთან, რაც უფრო ხანში შედიან ადამიანები, მით უფრო ემგვანება ერთმანეთს მათი მოთხოვნები - სიალალე და ნდობა პირველ ადგილზეა ორივე სქესისთვის.



"ქალები ზოგადად უფრო შერჩევითობით გამოირჩევიან, რადგან მათი რეპროდუქციული პერიოდი უფრო შეზღუდულია და ისინი არასწორი არჩევანს ვერ გარისკავენ” - დაასკვნა კვლევის ხელმძღვანელმა სტივენ უაითმა.


ამ დღეებში სამეცნიერო ჟურნალ Journal of Research in Personality-ში გამოქვეყნა გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნა, რის მიხედვითაც თურმე შესაძლებელია ბგერის მახასიათებლებმა ბევრი რამ თქვას პიროვნების მახასიათებლებზე, კერძოდ დადგინდა კავშირი ხმასა და სექსუალობას შორის(იხილე სტატია)

0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0