x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანში მამამ მოკლა შვილი კინორეჟისორი,იმის გამო,რომ ცოლი არ მოჰყავდა
image

ირანში სასტიკად მოკლეს თავის დროზე ლონდონში მოღვაწე კინორეჟისორი ბაბაქ ხორამდინი. პოლიციამ მკვლელობაში მისი მშობლები დაადანაშაულა. ამის შესახებ Daily Mail- ი იტყობინება.


გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირა დღეს ნაგვის პარკებსა და ჩემოდანში 47 წლის მამაკაცის დანაწევრებული სხეული იპოვეს თეირანის დასავლეთით, ქალაქ ეკბატანში.


პოლიციის ცნობით, მამა-შვილს შორის დავა დაიწყო იმის გამო, რომ რეჟისორი ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული.



მუჰამედ შაჰრიარი, თეირანის სისხლის სამართლის სასამართლოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მამამისმა აღიარა შვილის მკვლელობა.როგორც გაირკვა ჯერ ანესთეზია გაუკეთა, შემდეგ დანა დაარტყა, ბოლოს დაანაწევრა მისი გვამი და ნაგავში გადაყარა. დანაშაულის აღიარების შემდეგ, ორივე მშობელი დააკავეს.


სამართალდამცველებმა საშინელი მკვლელობის მტკიცებულებები ოჯახის ბინაში აღმოაჩინეს.


ბაბაქმა 2009 წელს დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი კინოს მაგისტრის ხარისხით. ერთი წლის შემდეგ, იგი ლონდონში გადავიდა, რათა კინოხელოვნების შესწავლა გაეგრძელებინა, შემდეგ კი ირანში დაბრუნდა და უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.


ლონდონში მან გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის ისეთი ფილმები, რომლებიც ეხებოდა სამშობლოდან და ოჯახისგან შორს, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.


ჯეისონ ბროდსკიმ, ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსმა და ირანის საერთაშორისო ტელევიზიის რედაქტორმა, განაცხადა:


”მე ვფიქრობ, რომ ბაბაქ ხორამდინის საზარელი გარდაცვალება ოჯახური ძალადობის გრძელვადიანი ნიმუშის მხოლოდ უკანასკნელი მაგალითი როდია, რომელიც ირანში ვნახეთ. ეს მოჰყვა ალი ფაზელი მონტფარედის(ქვემოთ ფოტოზე) ტრაგიკულ გარდაცვალებას, რომელიც ოჯახის წევრებმა მოკლეს მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ ის გეი იყო. (იხილე სტატია)


image

არ არის ნახსენები გასული წლის რომინა აშრაფის, (ფოტოზე) 14 წლის გოგონას შემთხვევა, რომელსაც მამამ თავი მოჰკვეთა "ოჯახის ღირსების" დასაცავად .


image

”მიუხედავად ირანში 2020 წელს მიღებული ბავშვების დაცვის კანონისა, "ღირსების" მკვლელობები და ოჯახში ძალადობა გრძელდება უფრო ფართო გაგებით, და ეს არის ის სფერო, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ ირანთან ერთად უნდა გადაჭრას მიმართოს ირანთან”

პანდემიის დროს ოჯახურმა ძალადობა და მკვლელობები იმატა, რადგან ადამიანები უმეტეს დროს სახლში ატარებენ.

0
342
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0