x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ვეღარასდროს დავუკრავ"-ერიკ კლაპტონი AstraZeneca-ს ვაქცინას აკრიტიკებს
image

ერიკ კლეპტონმა გააკრიტიკა ვაქცინის უსაფრთხოების "პროპაგანდა", ის ამტკიცებს, რომ მას კოვიდის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ შემაშფოთებელი გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ლეგენდარული გიტარისტი, სკეპტიკურად უყურებს იზოლაციას და ამბობს, რომ ხელები და ფეხები "უსარგებლო" გახდა, რაც იმის შიშს იწვევს, რომ იგი ვეღარასოდეს დაუკრავს.

თავის მუსიკალურ პროდიუსერთან გაგზავნილ წერილში მუსიკოსი წერს: "მე AZ [AstraZeneca] -ს პირველი აცრა აგვიკეთეს და მაშინვე ცუდი რეაქცია მქონდა, რომელიც ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა".

76 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ იგი "საბოლოოდ გამოჯანმრთელდა", მაგრამ "კატასტროფული რეაქცია" განიცადა მეორე ინექციიდან ექვსი კვირის შემდეგაც. მან დასძინა: ”ხელ-ფეხი გაყინული, დაბუჟებული მქონდა და ხან მეწვოდა, თითქმის უსარგებლო იყო ორი კვირის განმავლობაში, მეშინოდა, რომ ვეღარასდროს დავუკრავდი... ”


"მე აღარასდროს მივეკარები ნემსს"

”მაგრამ პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ვაქცინა უსაფრთხო იყო ყველასთვის”.

ფილტვის ემფიზემათი დავადებულმა მუსიკოსმა ასე დაასრულა იტალიელი მუსიკალური მაგნატის რობინ მონოტი გრაციადეისთვის გაგზავნილი ელ.წერილი:


" მე მთელი ცხოვრება ტირანიისა და ამპარტავანი ავტორიტეტის წინააღმდეგ მებრძოლო მეამბოხე ვიყავი, რომელიც ახლა გვაქვს.”


შეაგახსენებთ, ერიკ კლეპტონმა გააკრიტიკა მთავრობა წლის დასაწყისში ანტისიზოლაციური სიმღერით, სახელწოდებით Stand And Deliver. სიმღერა დაიწერა ვან მორისონთან ერთად, რომელიც ასევე შეზღუდვებს აკრიტიკებდა.


0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0