x
image
ქეთი1988
Mediator image
შოუბიზნესის ვარსკვლავები, რომლებმაც ,,მეტი სილამაზისთვის" ნეკნები ამოიღეს

რაზე აღარ მიდიან ქალები გასალამაზებლად. ყველაზე მტკივნეული ინექციებიც კი ვერ მივა ნეკნების ამოღების ოპერაციასთან. წვრილ წელზე მეოცნებე ქალები დღეს ხშირად დადიან პლასტიკურ ქირურგებთან და “ზედმეტი" ნეკნების ამოღებას სთხოვენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ წარსულში მსგავსი ოპერაცია ბევრი არ იყო.

image
წვრილი წელით შეპყრობილები XVIII საუკუნიდან გახდნენ, ქალები იყენებდნენ ძალიან მჭიდრო კორსეტებს წელის დასაფიქსირებლად, რასაც შემდგომში მთელი რიგი პრობლემები მოჰყვებოდა, როგორიცაა მაგალითად ორგანოების დეფორმაცია. წარმოგიდგენთ “ქვიშის საათის" ფიგურის მქონე ვარსკვლავებს, რომლებმაც სწორედ ამ ოპერაციას მიმართეს.


1. მერილინ მონრო

ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ქვედა ნეკნების მოცილება მერლინ მონრო იყო. ვარსკვლავი მიდრეკილი იყო სიმსუქნისკენ, ატარებდა მჭიდრო კორსეტებს, მაგრამ ბოლოს ოპერაცია გაიკეთა და გახდა კიდეც ჰოლივუდის ყველაზე თხელი წელის მფლობელი.

image

2. შერი

თავად მომღერალმა აღიარა, რომ მისთვის პლასტიკური ოპერაციები ერთგვარი ნარკოტიკი გახდა და დამოკიდებულება ვერ მოიშორა. სიცოცხლის განმავლობაში ვარსკვლავს ასზე მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. 80-იანი წლების შუა პერიოდში მომღერალმა ქვედა ნეკნები ამოიღო და გახდა წვრილი წელის მფლობელი, რომელსაც ჯერ კიდევ ხაზს უსვამს კორსეტის კაბებითა და კოსტუმებით.

image


3. დიტა ფონ ტიზი

ბურლესის დედოფალი ამჟამადაც ყველაზე წვრილ წელის მფლობელია (42 სმ. გარშემოწერილობა). ქალს არც არასოდეს დაუმალავს, რომ შედეგის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგს მიმართა. მუდმივი კორსეტის ტარება, მუცლის ვარჯიშები, სწორი კვება და ყოველთვიური დეტოქსიკაცია ხელს უწყობს დიტას ფორმის შენარჩუნებას.

image


4. დემი მური

ამბობენ, რომ მსახიობმა პლასტიკურ ქირურგიაში 200 000 დოლარზე მეტი დახარჯა. მან შეიცვალა ცხვირის ფორმა, გაიდიდა მკერდი, მოიცილა ნაოჭები, გაიკეთა მუხლების და თეძოების ლიპოსაქცია და ფიოლმის “სტრიპტიზი"-ს გადაღებების დაწყებამდე ქვედა “ზედმეტი" ნეკნებიც მოიშორა.

image


5. რაკელ უელჩი

70 იანი წლების სექს-სიბოლო დღეს ნაკლებად გამოდის საზოგადოებაში, თუმცა ადრე მისი ყველა წითელი ხალიჩის გამოსვლა ეპიკური იყო. თუმცა ამბობენ, რომ მისი წვრილი წელის საიდუმპო პლასტიკური ოპერაცია იყო.

image



6. ამანდა ლეპორი

მთელი ცხოვრების განმავლობაში ამანდამ უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. პირველი ვიზიტი ქირურგთან კი 15 წლის ასაკში ჰქონდა თუმცა იმ დროს ამანდა ბიჭი იყო. სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ მალევე ამანდამ ნერკებიც ამოაღებინა ქირურგს და წვრილი წელის მფლობელი გახდა.

image

7. ჯანეტ ჯეკსონი

ლეგენდარული მაიკლ ჯეკსონის და. მომღერალის წვრილ წელსაც ოპერაციას მიაწერენ, თუმცა თავად ჯანეტს არასოდეს დაუდასტუებია ეს ფაქტი.

image


8. სოფია ვოლერსჰაიმი

ცნობილი გერმანელი ტელეწამყვანი და მოდელი თავს ბავშვობიდანვე მსუქნად მიიჩნევდა და ოცნებობდა წვრილ წელზე. ქალმა ოცნება აიხდინა და 2-2 ნეკნი ამოაღებინა ქირურგს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სამომავლოდ მატი აუქციონზე გაყიდვა უნდა, რა თქმა უნდა ბრილიანტებით დამშვენებულების.

image








0
432
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0