x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო მითი და სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ
image

დღეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ ქართველი მოჭადრაკეს, დიდოსტატს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს. 11 გუნდურს და 9 პირად ოლიმპიური ოქროს მფლობელს ნონა გაფრინდაშვილს.ქვემოთ გთავაზობთ 10 საინტერესო მითს და სიმართლეს ნონა გაფრინდაშვილის შესახებ.



მითი "აჩუს" შესახებ- არსებობს ლეგენდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფინალში შეხვედრის დროს, პოზიციაზე, სადაც კარგი იქნებოდა სვლა მხედარით, საქართველოში გაზრდილმა მსოფლიო ჩემპიონმა ტიგრან პეტროსიანმა, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა, "აჩუს" ჩახველებით მიანიშნა ნონა გაფრინდაშვილს, რომ ცხენით ეთამაშა, თუმცა ამ ფაქტს თავად ნონა გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს:

- ფინალური შეხვედრის დროს დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით და პეტროსიანი "აჩუს" დაძახებას როგორ გაბედავდა. ეს ყველაფერი თბილისელი სომეხი ტაქსისტების მოგონილია და მეტი არაფერი.


image

ნონას მამაკაცებთან არ უთამაშია-ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნონა გაფრინდაშვილს არა მარტო მამაკაცებთან უთამაშია, არამედ გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა 1978 წელს, (2 წლის ადრე კი ქალთა დიდოსტატი გახდა), თუმცა სერიალ Netflix-ში "დედოფლის სვლა"უხეში შეცდომაა დაშვებული, სადაც აღნიშნულია:"ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია მამაკაცებთან".

image


რატომ მე არ დამხვდნენ ასე?-"როდესაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიგე, სახლში მატარებლით დავბრუნდი. როგორც კი საქართველოში შევედით, მატარებელი მინიმუმ ორი წუთითაც რომ გაჩერებულიყო ბაქანზე - სადაც არ უნდა ყოფილიყო. ყველგან ხალხით იყო სავსე და პლატფორმიდან ვესალამებოდი მათ. როდესაც თბილისში შევედით, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა.ჩემს დასახვედრად მოსულმა მამაჩემმა ამ ჭყლეტვაში ფეხსაცმელიც კი დაკარგა, როდესაც მოგვიანებით მაია ჩიბურდანიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მსგავსი აღარაფერი მომხდარა. მაიამ, როდესაც კადრები ნახა გაკვირვებით იკითხა: "რატომ მე არ დამხვდნენ ასე?" მაგრამ საქმე იმაშია, ყოველთვის ასე, როდესაც ქვეყანაში რაიმე პირველად ხდება-აღნიშნა BBC-სთან ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილმა.

image

ნონა გაფრინდაშვილი ფეხბურთის ფანი-ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის გარდა, ძალზე უყვარს ფეხბურთი, მისი საყვარელი გუნდია "ბარსელონა" და არგენტინის ნაკრები.


image

კუშნირი სპეციალურად იქცეოდა ისე, რომ ნონა წონასწორობიდან გამოეყვანა-

-არ დაიჯეროთ, ჭორია. ჩვენ ერთმანეთს ახლოს ვიცნობდით და უდიდეს პატივს ვცემდით. ცხადია, მხოლოდ საჭადრაკო დაფასთან გვქონდა უკომპრომისო ბრძოლა. იყო ერთი საინტერესო ეპიზოდი: ბოტვინიკი, კოტოვი და გოტბელგი - სამი ცნობილი დიდოსტატი ებრძოდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ სეროვს. არადა, ნორმალური პიროვნება გახლდათ. შეცვლა მოუნდომეს და უნდოდათ, საამისოდ ჩემი და კუშნირის პაექრობა გაეხადათ საკამათო ორგანიზაციული თვალსაზრისით და ეჩვენებინათ, თითქოსდა, მისი უნიათობა. ეს იყო 1969 წელს. კუშნირი მეგობრობდა ბოტვინიკთან და, ეტყობა, ამ ფაქტმა იმოქმედა. ალამ მოითხოვა, რომ მატჩი მოსკოვში გაიმართოს, რადგან ჯანმრთელობის გამო ბალტიისპირეთში ვერ ვითამაშებო. ის ორთაბრძოლა ტალინში იყო დანიშნული და ყველაფერი მზად ჰქონდათ. მაშინ კუშნირს ვუთხარი: "ალა, ჩემთვის საქართველოში თამაში ორმაგად რთულია, რადგან გულშემატკივართა წნეხის გაძლება გამიჭირდება, ამიტომ ნებისმიერ ადგილას თამაში მირჩევნია. რატომ გგონია, რუსეთის რომელიმე ქალაქში ჩემზე მეტი ქომაგი გეყოლება?! უბრალოდ, ხალხი ვერ გაიგებს, მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტის სურვილებს რატომ თანხმდება. გინდა, შეხვედრა სოჭში შედგეს, სიამოვნებით: მატჩის ნახევარი იქ ვითამაშოთ, ნახევარი - სოხუმში. გინდა მოსკოვი? არც ამაზე ვარ წინააღმდეგი, ოღონდ პაექრობის ნახევარი თბილისში გაიმართოს-მეთქი". რადგან განზრახვა ჩაეშალათ, იძულებული გახდნენ, მატჩის თბილისსა და მოსკოვში ჩატარებაზე დათანხმებულიყვნენ.(ინტერვიუ "ლელოდან")

image


უფლებას გაძლევ სვლა დააბრუნო-1957 წელს ნონა საკავშირო ჩემპიონატზე საზონათშორისო ტურნირში ეთამაშებოდა ლენინგრადელ ფლორა დმიტრიევას, რა დროსაც ნონა იმდენად იყო დარწმუნებული გამარჯვებაში, რომ მეტოქეს უფლება მისცა ლაზიერით სვლა უკან დაებრუნებინა, რისთვისაც ნონა დაისაჯა კიდეც:


"როსტოვიდან იყო ერთი ცნობილი მოჭადრაკე გულფიგელი, რომელმაც ფლორას უთხრა - მე დავინახე, ნონამ როგორ დაგაბრუნებინა სვლა, ამიტომ პარტიის მოგების მორალური უფლება არ გაქვს. როგორც უფროსი კოლეგა, გირჩევ, ნონას ყაიმი შესთავაზოო. ხმა არ ამომიღია. ან რა უნდა მეთქვა - ჩემი ბრალი იყო.

ეს ამბავი მთავარი მსაჯის ყურამდეც რომ მივიდა, მანაც იგივე ურჩია დმიტრიევას. ფლორამ უთხრა - სვლა არ დამიბრუნებიაო. ეტყობა, ამ სიცრუემ ძალიან იმოქმედა ჩემზე - საკუთარი საქციელის გადახარშვა ვერ შევძელი. მომდევნო ტურებში ზედიზედ სამ პარტიაში შემოთავაზებულ ყაიმებზე ვთქვი უარი და სამივე წავაგე."-იხსნებს ნონა.

image



"იყვირე, იყვირე! შენ არ იცი, რა გამოვალ, როცა გავიზრდები!-მშობლიურ ზუგდიდში მეტისმეტი მორცხვობით არ გამოვირჩეოდი. ყაჩაღანა ვიყავი. სხვათა შორის, ჩემი ხასიათი რომ იცოდნენ, მშობლები ჩემთვის თოჯინებს არ ყიდულობდნენ. დედოფალებით არასდროს მითამაშია და არც ვითამაშებდი. პირველი თოჯინა გამიჩნდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი – ის მაჩუქეს ამხანაგებმა, უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტებმა... მახსოვს, ერთხელ, 13 წლის რომ ვიყავი, ბაზარში წავედი წაბლის საყიდლად... ამოვარჩიე წაბლი და ვთხოვე აეწონათ ერთი კილოგრამი. ჩავიყავი ჯიბეში ხელი, მაგრამ, სადღაა ფული! დავიწყე აქეთ-იქეთ ყურება და ჩემ გვერდით მდგომმა ქალმა თვალით მანიშნა ბიჭზე – ამან ამოგაცალაო. მე მივვარდი მას ყვირილით „ეი, ბიჭო, გადაიხადე ჩემი წაბლის ფული“. მან უსიტყვოდ დამიბრუნა ფული. ერთხელ რაღაც ჩავიდინე და გავაჯავრე ჩვენი მეზობელი, გენო ჯიგუშია. მან გაბრაზებით დამიყვირა. ენის შებრუნება ვერ გავბედე – ჩვენში უფროს ადამიანებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ... მაინც ვნახე გამოსავალი – მკაცრად ვუთხარი: „იყვირე, იყვირე! შენ არ იცი, რა გამოვალ, როცა გავიზრდები!”

image


ნონა გაფრინდაშვილი და ბილიარდი -"...ბავშვობაში ვთამაშობდი იმას, რასაც ჩემი ძმები - ბილიარდს. პატარა ბილიარდი გვქონდა, ეზოში ფრენბურთის ბადეც გავაბით და ვერთობოდით... საერთოდ, ჩვენი ეზო არ იყო დიდი, მაგრამ ყოველთვის ისეთი ჟრიამული იდგა, მთელი ქუჩა ჩვენთან იკრიბებოდა....ბილიარდს ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. როცა ნაკრების წევრები ერთად ვიკრიბებოდით, ხშირად ვეჯიბრებოდი მამაკაცებს. ერთხელ მიხეილ ბოტვინიკს 8:0 მოვუგე. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონს ჩემთან აღარ უთამაშია."-იხსნებს ნონა გაფრინდაშვილი

image


75 წლის იუბილეზე სახელოვან დიდოსტატს ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი რომ გაუხსნეს

-

"ნონა გაფრინდაშვილი არა მარტო მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის, არამედ საქართველოს სინონიმიცაა. იგი ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი სტუმარია. ქალბატონი ნონა ახსოვთ და პატივს სცემენ ყალმუხეთშიც. ელისტაში ყოველი სტუმრობისას იგი ახლომდებარე სოფლებს ეწვეოდა, ესაუბრებოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებთან ერთდროული თამაშის სეანსებს მართავდა. მოზარდები ცდილობენ, ნონას მიბაძონ. დიდი მადლობა საქართველოს, რომელმაც ასეთი პიროვნება შვა და აღზარდა"-აღნიშნა "ფიდეს" მაშინდელმა პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა.


"მოჭადრაკე ვაჟთა შორის დღესაც დავობენ, ვინ არის პირველი - ალიოხინი, ფიშერი თუ კასპაროვი? ქალთა შორის კი ნონა უკონკურენტოა, ის საუკეთესოა, ამიტომაც დაწესდა 1997 წელს მისი სახელობის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე ვაჟთა და ქალთა შორის საუკეთესო ჯამური შედეგის მქონე ქვეყანას გადაეცემა", - დასძინა "სოკარის პრეზიდენტმა მაჰირ მამედოვმა.

image

ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონობის გარდა-გაფრინდაშვილს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8).ამის გარდა გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. 1995 მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

image

0
186
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0