x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეებზე ფილმს გადაიღებენ
image

ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეებზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გამოვა, ქალებზე, რომლებმაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიო ჭადრაკის სამყაროში ერთპიროვნული ლიდერობა იგდეს ხელთ. ესენი არიან:ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.



საქართველოს ეროვნული კინოცენტრი მსურველებს გადასაღებ მოედანზე ეპატიჟება:


"22 აპრილს, 16:30 საათზე, გადასაღებ მოედანზე გეპატიჟებით.


თბილისში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შეხვედრა” (სამუშაო სახელი) გადაღება დაიწყო, რომელიც ოთხი ქართველი მოჭადრაკე ქალის – ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

“შეხვედრა” მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის."-ნათქვამია განცხადებაში.


ფილმს "შეხვედრა"გადაიღებს ქართული საპროდიუსერო კომპანია 1991 Productions, ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna და აგრეთვე სერბული კომპანია Playground Produkcija .

ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, ხოლო თანარეჟისორი – ანა ხაზარაძე.


ოპერატორია: სებასტიან ტალერი, ხმის ოპერატორი: ირაკლი ივანიშვილი და ლაზარ ჟივანაცი, ხოლო კომპოზიტორი: ალექსანდრა ვრებალოვი.

ფილმის გადაღება 13 აპრილს როდოსში დაიწყო და 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.


შეგახსენებთ ოთხი ლეგენდარული მოჭარდაკის ტიტულებს:


ნონა გაფრინდაშვილი- მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკეა მსოფლიოში, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის.


მაია ჩიბურდანიძე:მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის, 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონი.



ნანა იოსელიანი:საერთაშორისო დიდოსტატი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორგზის ევროპის ჩემპიონი.


ნანა ალექსანდრია:დიდოსტატი, საჭადრაკო ოლიმპიადის ორგზის და ევროპის ჩემპიონატთა თასი გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.


0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0