x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალმა მოკლა ქმარი,ორი მცირეწლოვანი შვილი და შემდეგ კინოში წავიდა
image

ამავდროულად, ბავშვების ბებია ორჯერ იყო სტუმრად მისული, მაგრამ არც დაეჭვებულა, რომ რარაც საშინელება მოხდა.

ვლადივოსტოკში, ტოლსტოის ქუჩაზე მამაკაცისა და ორი ბავშვის რეზონანსული მკვლელობა სავარაუდოდ, 26-27 აპრილის ღამეს მოხდა.

Life– ის ცნობით, გვამები ბინაში დაახლოებით ორი დღის განმავლობაში იდო. არა და საშინელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მეორე დღეს ოჯახს ბავშვების ბებია სტუმრობდა, მაგრამ მან მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ ფაქტს, რომ ბავშვები და ოჯახის უფროსი შინ არ იყვნენ, ასევე ვერც საეჭვო რამე შეიმჩნია და ვერც უსიამოვნო სუნი იგრძნო.


ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გამოაშკარავდა, როდესაც მამაკაცის მამა მოვიდა ბინაში, მას შემდეგ, როდესაც მისი შვილი დიდი ხნის განმავლობაში არ ეკონტაქტებოდა.

მანვე აღმოაჩინა ბინაში სამი გადამალული გვამი. 29 აპრილს მკვლელობის ფაქტზე, დააკავეს მოკლულის ცოლი და გარდაცვლილი ბავშვების დედა. წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის დროს ის ალკოჰოლისა და ბარბიტურატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მკვლელობის ჩადენის შემდეგ იგი კინოში წავიდა.

image

ახლა ქალი დაკითხვაზე იმყოფება - წინა დღეს მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ის არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წყარო ირწმუნება, რომ წვილის ქორწინება ბედნიერი არ იყო. ისინი მუდმივად ჩხუბობდნენ და 2014 წელს დაშორდნენ კიდეც, მაგრამ 2019 წელს ისევ შერიგდნენ.


ქალი წოწასწორობიდან გამოდიდოდა ქმრის ღალატის გამო, ასევე იმით, რომ მათი სამი შვილიდან ორი განუვითარებელი იყო. ასევე ცნობილია, რომ იგი უფრო მეტად ზრუნავდა მესამე ბავშვზე, რომელიც გადარჩა, რადგან იმ მომენტში ის საბავშვო ბაღში იყო. ბავშვი ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია.

0
173
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0