x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134583
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
პატარა ბიჭის სახიფათო მეგობრები

imageამ პატარა ბიჭს ჩარლი ჰქვია, მისი მამა გრეგ პარკერი ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში პატარა ზოოპარკ Ballarat Wildlife Park-ის მფლობელია. მამას არ უკვირს, რომ ჩარლის უყვარს ცხოველები და სხვადასხვა რეპტილიები.

გასაოცარი მხოლოდ ის ფაქტია, რომ ამდენი სხვადასხვა ცხოველიდან ბიჭმა მეგობრად საკმაოდ დიდი მახრჩობელა გველი "პაბლო" აირჩია.image

პატარა ჩარლი პარკერმა ავსტრალიაში მალევე მოიპოვა პოპულარობა და მას ყველაზე ახალგაზრდა რეინჯერს უწოდებენ.image

2.5 მეტრის სიგრძის "პაბლო" იმდენად მძიმეა, რომ ჩარლის ჯერ უჭირს მისი დამოუკიდებლად გადატანა, თუმცა მაინც ატარებს აქეთ-იქეთ მხრებზე შემოხვეულს, რითაც აოცებს გარშემომყოფთ. ზოგჯერ, როდესაც გველი ბეზრდება ის პატარა ნიანგების მოსაფერებლად მიეშურება, რომლებიც ასევე ძალიან უყვარს.imageimageimageimage

5
287
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
287
  
2012, 8 სექტემბერი, 10:27
ნიანგსა და გველს რომარ ეტამაშოს ბავშვები არარსებობენ?
2012, 4 სექტემბერი, 21:01
მე ეგ კოღოზე შემიძლია ვთქვა :)
2012, 4 სექტემბერი, 21:00
ხო მაგრამ,მთელი არსებით მძულს გველი და ტარაკანა.ბავშვი ძალიან საყვარელი და გულადია
2012, 4 სექტემბერი, 20:58
რატო? ნახე რა საყვარლად ეთამაშება :)
2012, 4 სექტემბერი, 20:56
დამაჟრიალა,მძულს გველი
0 1 5