x
image
ირინა მ.
რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)
image

პასუხისმგებლიანი ჩეკისტები, გაბედული რევოლუციონერები და ენთუზიაზმით აღსავსე კომკავშირლები-აი საბჭოთა კულტურის მთავარი გმირები. მაგრამ ქალებს ცოტა რისკიც და აზარტიც სჭირდებათ და ეს სსრკ-ში რკინის ფარდიდანაც კი აღწევდა.

1. რაჯ კაპური

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, საბჭოთა ქალებს ჰოლივუდის "მავნე ზეგავლენისგან" იცავდნენ. შედეგად ისინი ძირითადად საბჭოთა ფილმებს უყურებდნენ, პოპულარობით მეორე ადგილზე ინდური კინო იყო, მთავარი გმირი კი რაჯ კაპური. კაპურომანია დაიწყო 1959 წლიდან, ფილმ "ავარას" გამოსვლისთანავე. სსრკ-ში ამ ფილმს 64 მილიონი მნახველი ჰყავდა. ქალებს შეიძლება გაუგოთ: კაპური მომხიბვლელი იყო, ტოვებდა უბრალო ბიჭის შთაბეჭდილებას, იგი პროლეტარის იდეალური ნიმუში იყო, მღეროდა რომანტიულ, მსუბუქ სიმღერებს (სინამდვილეში მღეროდა მუკეში, თუმცა ეს ყველასთვის სულერთი იყო), შეეძლო ყოფილიყო სასაცილო და იყო რა თქმა უნდა ლამაზი.

image

2. ალენ დელონი

ალენ დელონი სსრკ-ში მეფობდა მე-20 საუკუნის 60-იანებიდან "პერესტროიკამდე". ის ყველას უყვარდა, ნამდვილი სახალხო არტისტი იყო, თუმცა ოფიციალური რეგალიების გარეშე. პოლიტბიუროშიც კი თვალს ხუჭავდნენ მის ზოგიერთ როლებზე და ლამის არის საბჭოთა კავშირის მეგობრად იწოდებოდა. თავისთვის მოულოდნელადაც კი იგი მოდის კანონმდებელიც გახდა: ფილმის "როკო და მისი ძმების" გამოსვლის შემდეგ ყველა მამაკაცი როკოს მსგავსი ბოლონიის საწვიმარით დადიოდა.

image

3. ჟან პოლ ბელმონდო

მსახიობი, პირდაპირ რომ ვთქვათ, მაინცდამაინც ლამაზი არ იყო. კარიერის დასაწყისში მას მხოლოდ დებილების როლებს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ბელმონდომ შესძლო ერთგვარი ფრანგული სუპერმენის სახე შეექმნა, განსაკუთრებით ფილმ "პროფესიონალის" შემდეგ. ყველა ტრიუკებს ის თვითონ ასრულებდა, დამოუკიდებლად. საბჭოთა ქალები ყოველთვის ძლიერ მხარს ეძებდნენ, რომელზეც დაყრდნობა შეიძლება. "სწორი" კომკავშირლები ისედაც ბევრნი იყვნენ გარშემო, ცხოვრებაშიც და ეკრანზეც. ძლიერი მუშტები, ათლეტური აღნაგობა, კედელზე ასვლის ვირტუოზი-აი ბევრის რომანტიული გმირი, და თუ კიდევ სახლშიც შეეძლო რამის გაკეთება, თუმცა ეს უკანასკნელი არც ისე მნიშვნელოვანი იყო. ბოლოსდაბოლოს, ნაციხრების ფონზე, რომელზეც მოწინავე მწველავები და ლაბორანტები გიჟდებოდნენ, ბელმონდო ბევრად კეთილშობილად გამოიყურებოდა.

image

4. ჟან მარე

მაღალი, წარმოსადეგი, გამჭოლი მზერა და მომხიბვლელი ღიმილი, 60-იანი წლების ქალბატონების პირველი სიყვარული. სსრკ–ში მსახიობი საოცრად პოპულარული გახდა "ფანტომასის" ტრილოგიის გამოსვლის შემდეგ. და თუ მამაკაცები კინოში ლუი დე ფიუნესის სანახავად დადიოდნენ, ქალები ექსკლუზიურად ჟან მარეს გულისთვის. 70-იან წლებში მას თითქმის აღარ იღებდნენ, 80-იანებში კი, როცა თითქმის ყველამ მიივიწყა, უცბად ცნობილი გახდა, რომ ჟან მარე ქალების მიმართ გულგრილი იყო, მისი ყველაზე დიდი სიყვარული რეჟისორი და დრამატურგი, ჟან კოკტო ყოფილა. ეს საშინელი დარტყმა იყო ქალებისთვის.

image

5. შარლ აზნავური

კავკასიელი, მღეროდა სიყვარულზე, ძალიან კონტაქტური. მოკლედ ყველაფერი ჰქონდა საბჭოთა ქალებში წარმატების მოსაპოვებლად, და კიდევ, მას ფრანგული პასპორტი ჰქონდა, თუმცა იგი ამისთვის არ უყვარდათ. უყვარდათ "მარადიული სიყვარულის" შესრულებისთვის და საოცარი ენერგეტიკის გამო.

image

6. ერნესტ ჰემინგუეი

თანამედროვე საზომებთ, იგი ექსტრემალი იყო, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მონაწილეობდა ორ მსოფლიო ომში, მოგზაურობდა, გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით. 60-იანი წლების ქალებისთვის იგი "ნამდვილი ადამიანი" იყო. ბიჭს გოგონასთვის თავისი ცხოვრებისეული პოზიცია რომ აეხსნა, საკმარისი იყო კედელზე ჰემინგუეის ფოტო გაეკრა.


image

7. ჯონ ლენონი

საბჭოთა ქალების უმეტესობას ჯონ ლენონზე ცოტა რამ სმენოდა. რომანტიული იდეალი ის მხოლოდ იმ დროისთვის არსებული იშვიათი "არაფორმალებისთვის" იყო. იმ დროის გოგონებისთვის ლენონი ყველა მოწინააღმდეგის, სისტემასთან მებრძოლის სიმბოლო და მუსიკის ავტორი იყო, რომელმაც რევოლუცია მოახდინა.

image

8. შონ კონერი

მსახიობის ვარსკვლავი საბჭოთა კავშირში ბევრად გვიან ამოვიდა, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. ის ჯერ კიდევ 70-იანებში ჩავიდა მოსკოვში, იქ კი მას არავინ იცნობდა. შონ კონერის, სუპერაგენტს 007, ძალიან სწყინდა ეს ამბავი, მაგრამ ბრიტანელი შპიონის დაცინვებს და კაგებეს მასხარად აგდებას (ფილმს), რა თქმა უნდა არავინ აჩვენებდა. თუმცა შემდეგ დადგა ვიდეომაგნიტოფონების ერა და მაშინვე ყველამ დააფასა ბონდიც, პოლკოვნიკი არბეტნოტიც, რაულ ამუნდსენიც.

image

9. ადრიანო ჩელენტანო

საბჭოთა კავშირის ცხოვრებაში თანდათანობით შედიოდა მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო. ეკრანებზე გამოდიოდა მისი ზოგიერთი ფილმი, უშვებდნენ მის ფირფიტებს. ნამდვილი ბუმი კი ფილმ "ბლეფის" შემდეგ დაიწყო. ეკრანებზე იგი 1978 წელს გამოვიდა ცენზორების დამუშავების შემდეგ. გამოუშვეს ალბომიც "Soli". ქალებს საბოლოოდ გაუნადგურეს გულები კომედია "ჭირვეულის მორჯულების" გამოსვლით.

image

10. მიკელე პლაჩიდო

სერიალ "რვაფეხას" ფენომენი საბჭოთა ტელევიზიაში დღემდე გამოუცნობია. იგი 1986 წლის ზაფხულში გამოვიდა ტელეეკრანებზე და მაშინვე ლეგენდად იქცა. პოპულარული გახდა ყველაფერი: მუსიკა, მაფიის ისტორია, რომლის შესახებ ობივატელმა აქამდე არაფერი იცოდა და რათქმა უნდა კომისარი კატანი. ქალები უბრალოდ ჭკუას კარგავდნენ ამ სერიოზული და პასუხისმგებლიანი პოლიციელის გამო. პლაკატების გამყიდველებმა ამ ფილმზე ბევრი ფული იშოვნეს, რამაც პლაჩიდოს გვერდზე ჩაუარა. და რამდენი აღშფოთებული იყო, როცა იგი მაინც მოკლეს. იტალიაში კიდევ ათი სეზონი გადაიღეს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში კატანის სიკვდილის შემდეგ სერიალის პოპულარობა უცბად დაეცა.

image






ასევე საინტერესო იქნება თქვენთვის:





როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


შერონ სტოუნი, სკანდალური სცენის გადაღებაზე მოტყუებით აიძულეს. მოგვიანებით ეს პოზა ბერლინში გაიმეორა. (ვიდეო). (+18)

image


მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image







0
591
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
591