x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image

მაცდუნებლად გაიხადო ცეკვის დროს-მარტივი არ არის. მაგრამ დემი მურმა, ჯესიკა ალბამ, სალმა ჰაიეკმა და სხვა მსახიობებმა ბრწყინვალედ გაართვეს თავი ამ ხელოვნებას.

ჯენიფერ ლოპესი, "სტრიპტიზიორები"

image

ფილმის დასახელება უბრალოდ ავალდებულებდა მას, ოსტატურად შეესრულებინა როლი. ამიტომ ლამაზმანი, ჯენიფერ ლოპესი საათობით ვარჯიშობდა "შესტზე" და ჯილმში ბრწყინვალედ ითამაშა. "მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სტრიპტიზის შესრულება ასე რთულია!"-აღიარა მან ფილმის გადაღების შემდეგ.

ჯესიკა ალბა, "ცოდვების ქალაქი"

image


ტყავის შარვალი თეძოებზე, ბიუსტჰალტერი მოქლონებით (заклепки) და ხელში ლასო, რომლის ტაქტშიც მსახიობი ცეკვავდა. ჯესიკა ალბას გახდაც არ მოუწია, ისე გახდა საკულტო, მისი "ცოდვების ქალაქის" სტრიპტიზი.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ათი წლის შემდეგ იგი ბისზე გამოიძახეს და განმეორებით შეასრულა ეროტიული ცეკვა ფილმში "ცოდვების ქალაქი 2; ქალი, რომლის გულისთვისაც ღირს მკვლელობა".


image

კიმ ბესინგერი, "9 1/2 კვირა"

image


ჯო კოკერის მელოდიაზე You Can Leave Your Hat On, ძნელია ერთ ადგილზე გაჩერდე და ეს კიმ ბესინგერის, ბოლოკაბა "ფანქრის" და "იმ" ჟალუზების წყალობით.

ჯენიფერ ენისტონი, "ჩვენ მილერები"


image


არავინ მოელოდა, რომ საოჯახო კომედიაში "ჩვენ მილერები", ასეთი პიკანტური სცენები იქნებოდა. მაგრამ ჯენიფერ ენისტონმა სიურპრიზი გაგვიკეთა, თან რამდენიმეჯერ. ცნობისთვის, იმ მომენტისთვის მსახიობი 44 წლის იყო.

სალმა ჰაიეკი, "მზის ჩასვლიდან განთიადამდე"


image

ფილმი "მზის ჩასვლიდან განთიადამდე" 20-ზე მეტი წლისაა. სალმა ჰაიეკის პითონთან ერთად ცეკვა კი დღემდე აღელვებს მაყურებლებს. სელმამ თავიდან უარი თქვა როლზე: მას პანიკურად ეშინოდა გველების. მაშინ კვენტინ ტარანტინომ ხერხს მიმართა, მან იცრუა, რომ ამ როლზე ერთ-ერთი პრეტენდენტი მადონა იყო. ეშმაკობამ გაჭრა: სალმა დათანხმდა და შიშის დაძლევის თერაპიაზეც კი ჩაეწერა, რათა კადრი დამაჯერებელი გამოსულიყო.

დემი მური, "სტრიპტიზი"


image

რადგანაც ფილმის სახელწოდებაა "სტრიპტიზი", მთავარი გმირი უბრალოდ ვალდებული იყო დარბაზში ტემპერატურა აეწია. და დემი მურს ეს გამოუვიდა. ფილმის გადაღებებზე დემის პირველმა ცეკვამ მასოვკა შოკში ჩააგდო, იმდენად კარგად შეასრულა ნომერი. შემდეგ მურმა აღიარა, რომ ასეთმა რეაქციამ მას დამაჯერებლობა და გამბედაობა შეჰმატა. თუმცა როლზე მუშაობის დაწყების წინ იგი დიდ დროს ატარებდა ღამის კლუბებში.




იქნებ დაგაინტერესოთ:




მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო


image


დემი მურის წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია?

image


რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image


უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები

image








0
1166
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1166