x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"ძალადობას ჰქონდა პირველად ადგილი, გაშორების შემდეგ, 2020 წლის 21 მაისს", — აცხადებს დოროყავშილი
image
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, მასზე ჩოგბურთელი თანაცხოვრების დროსაც ძალადობდა.

"დავშორდი იმის გამო, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც. [...] ძალიან დიდი ხნის გაშორებულები ვიყავით ჩვენ და უკვე ძალადობას ჰქონდა პირველად ადგილი, გაშორების შემდეგ, 2020 წლის 21 მაისს", — აცხადებს დოროყავშილი.

მისი თქმით, საქმეში არსებობს უამრავი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის ბრალელულობას.

"არ იყო ეს მსუბუქი დაზიანება, საკმაოდ რთული დაზიანება და სისხლნაჟონი იყო ძალიან დიდი. უამრავი მტკიცებულება არსებობს და რა თქმა უნდა, ყველა ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ", — ამბობს დოროყაშვილი.


როგორც, ნელი დოროყაშვილი, ამბობს, ჯერ ნიკოლოზ ბასილაშვილის და შემდეგ კი მისი ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა კარიერისთვის თავი დაენებებინა და სწავლა აღარ გაეგრძელებინა.

"იყო ნიკას მხრიდან პირველ რიგში და შემდეგ უკვე ოჯახის მხრიდან მოთხოვნა, რომ სამსახურისთვის, კარიერისთვის თავი უნდა დამენებებინა, მაგისტრატურაში აღარ უნდა ჩამებარებინა, სწავლა აღარ უნდა გამეგრძელებინა, სამსახურისთვის თავი დამენებებინა. ყველაფერს დავანებე თავი, ჩემი ცხოვრება ზოგადად დავკარგე და გადავერთე მის კარიერაზე, ანუ მისი კარიერა გახდა ჩემი კარიერა. [...] შეეჩვივნენ იმას, რომ ეს გოგო ჩუმად არის, მოდი, გამოვალ და რასაც მინდა, იმას ვიტყვი. მათ ძალიან კარგად იციან სასამართლოზე მათი სუსტი პოზიციები და ცდილობენ საზოგადოება მაქსიმალურად დიდხანს, სანამ ექნებათ ამის საშუალება, ჰყავდეთ შეცდომაში", — ამბობს დოროყაშვილი.

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0