x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აი როგორ შემოვიდა სინამდვილეში მოდაში ქალებისთვის გლუვი და გაპარსული ფეხები- ჰიგიენის გამო ნამდვილად არა

image

ფიქრობდით, რომ გაპარსული ფეხების მოდა მხოლოდ იმიტომ შემოვიდა, რომ ქალებს თმა აწუხებდათ, ან ელემენტარული ჰიგიენურობის გამო? არა, არა და არა.


როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს “მოდა" მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დაიწყო. ქალებისთვის უბრალო კოლგოტები აღარ იშოვებოდა, რადგან ყველანაირი ქსოვილი ჯარისკაცებს ახმარდებოდათ. შიშველი ფეხებით სიარული კი ქალებისთვის სირცხვილი და უტაქტობა იყო.

image

ქალებმა როგორც ყოველთვის გამოსავალი აქაც მარტივად იპოვეს. მათ დაიწყეს ფეხებზე ფერის გამუქება, შემდეგ სამართებლით იპარსავდნენ, ბოლოს კი სალონებში სპეციალური სტილისტები ხაზებს ავლებდნენ, თითქოს ნამდვილი კოლგოტი ეცვათ.

image

ამ საქმიანობისთვის სპეციალური პროდუქტებიც კი ჩაუშვეს წარმოებაში, როგორიცაა ტონალური კრემები, ფანქრები და სწორი ხაზის გასავლები სპეციალური მოწყობილობაც კი.

image


საბოლოო ჯამში, ომი დასრულდა, კოლგოტებიც დაუბრუნდა დახლებს, თუმცა გაპარსული ფეხების მოდა მაინც შემორჩა.





0
561
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
561
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0