x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
მუმიფიცირება ეგვიპტელებს არ მოუგონიათ


დაახლოებით 5000 წლის წინ ეგვიპტეში დაიწყეს ფარაონების, მნიშვნელოვანი ადამიანების, სულიერი წინამძღოლებისა და უბრალოდ მდიდარი ხალხის მუმიფიცირება. ზოგადად სიტყვა მუმია ჩვენთვის ასოცირდება ეგვიპტესთან, პირამიდებსა და ფარაონებთან. თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სამხრეთ ამერიკაში მუმიფიცირება 2000 წლით ადრე დაიწყეს ვიდრე ეგვიტეში. კერძოდ, დღევანდელი ჩილეს ტერიტორიაზე, ჩინჩეროს სანაპიროზე ნაპოვნია უკვე ათასამდე მუმია, რომელთაც ჩილეს მთავრობა თამამად აჩვენებს საზოგადოებას.
რით არიან ეს მუმიები უნიკალური?image

ჩინჩეროს მუმიები ერთ-ერთი ყველაზე ძველია, რადიონახშირბადის ანალიზის თანახმად, ბავშვის მუმია, კამარონეს უდაბნოში აღმოჩენილი თარიღდება ჩვ.წ აღ.-მდე 5050 წლით. ეს აღმოჩენა 3700 წლით უფო ძველია ტუტანჰამონის მუმიაზე. ხოლო ყველაზე ძველი მუმიის ასაკი 9000 წელია. ეგვიპტელებისგან განსხვავებით ჩინჩეროს ადამიანები მუმიფიცირებას უკეთებდნენ ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა. მეცნიერების ვარაუდით ჩინჩეროელები 9000 წლის წინ ჩამოვიდნენ წყნარი ოკეანის ამ სანაპიროზე ანდებიდან, სადაც ისინი თევზჭერას მისდევდნენ.image

პირველი მუმია აღმოჩენილი იყო 1917 წელს გერმანელი მეცნიერის ფრიდრიხ მაკსომ ულეს მიერ. 1983 წელს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას ქალაქ არიკად მოშორებით ნაპოვნი იქნა დიდი სამარხი, რომელიც 96 მუმიისგან შედგებოდა, აქვე იყო საყოფაცხოვრებო ნივთებიც: სანადირო იარაღი, ანკესები და თევზსაჭერი ჯოხები.image

2004 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად სანაპიროზე ნაპოვნი იყო კიდევ რამდენიმე მუმია, რამაც არქეოლოგებს საშუალება მისცა გამოეკვლიათ კიდევ ერთი ადგილი ქალაქ არიკას მიმდებარედ. ხელოვნური მუმიფიცირების გარდა აღმოჩნდა ასევე ბუნებრივად მუმიფიცირებული გვამებ რასაც ხელი ქვისამ და მშრალმა კლიმატმა შეუწყო. აგრეთვე, საინტერესოა თვით მუმიფიკაციის სახეობა, რომელიც როგორც გაირკვა ორი სახისაა შავი და წითელი. თავდაპირველად იყენებდნენ „შავ“ მუმიფიკაციას, რაც ხასიათდებოდა იმით, რომ ყველა ნაწილი ცალ-ცალკე მუმიფიცირდებოდა, მუცლის ღრუ კი ივსებოდა თივითა და ნაცრით. სხეულისთვის ხის ჯოხებისგან აკეთებდნენ ჩონჩხს, რომ შეენარჩუნებინათ ფორმა, შემდეგ კი უსვამდნენ ნაცრისგან, ზღვის ცხოველებისა და ჩიტის კვერცხებისგან მოზელილ ნაერთს, სახეზე კი უკეთებდნენ თიხის ნიღაბს, რომელსაც ფარავდნენ შავი მანგანუმის საღებავით.image

წითელი მუმიფიცირბის დროს გარდაცვლილის სხეულს ხელუხლებელს ტოვებდნენ და ფარავდნენ წითელი ოხრით. ეს მეთოდი დაახლოებით 4800 წლის წინ ჩაისახა. აღმოჩენილი მუმიების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩიჩეროს ადამიანები საშუალოდ 30 წლამდე ცხოვრობდნენ, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლება. მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ისინი აღწევდნენ 50 წლის ასაკამდე.image

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0