x
image
ლანა92
ძალიან ლამაზი და კომფორტული სახლი ფისოებისათვის Studio Mango-საგან

image








"თბილ, ფუმფულა კნუტს სძინავს" .. და გარშემო ყველა მშვიდადაა, ცდილობენ, არ დაურღვიონ ძილი ოთხფეხა მეგობარს. მართლაც, კატები მხოლოდ ძველ დროში არ იყვნენ თაყვანისცემის საგანი, თუმცა ახლანდელ დროში მას სულ სხვაგვარად სცემენ პატივს. ანებივრებემ მათ მოვლითა და საჩუქრებით. ამგვარი სახალისო და საყვარელი სიურპრიზია პატარა სახლები ფისოებისათვის "Studio Mango"-საგან.

ფისოებისათვის სახლუკების "აშენება" ესაა ჩვენება იმისა, რომ სამეფო ცხოველს ოჯახში აქვს საკუთარი, საგანგებოდ მისთვის გამზადებული "ტახტი". საყვარელ შინაურ ცხოველებზე ზრუნვის გზაზე, დიზაინერებმა შეძლეს, ძველი ჩემოდანი ორიგინალურ კატის საძინებელ ოთახად, საწოლად ექციათ, ისევე, როგორც ოთახში კატებისათვის ჰამაკის დაკიდება მოიფიქრეს. არის შემთხვევებიც, როცა ბინის, ოთახის ინტერიერს კატის ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით აწყობენ. საყვარელი სახლუკები ფისოებისათვის კიდევ ერთი მცდელობაა ფუმფულა "ღვთაების" გულის მოგებისა და ცხოვრების გამარტივებისა.












image











"მანგოს" სახლუკა ესაა ფისოების საძინებელიც და პირადი "ტახტიც", სივრცეც, სადაც ერთპიროვნული მმართველი ეს ფუმფულა არსებაა. იგი ორსაფეხურიანია: შინაურ ცხოველს შეუძლია როგორც შიგნით, "ბუნაგში" შესვლა და ძილი, ისე ზევით, სპეციალურ "მოედანზე", სახლუკას სახურავზე აძრომა.









image









სახლი ფისოებისათვის დაპროექტებულია დიზაინერ პოლ ჰენდრიქსის მიერ და რამდენიმე ფერშია გაწყობილი.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0