x
კუმკვატი-ჩინური ციტრუსოვანი მცენარე,ჭარბწონიანობასთან მებრძოლი
კუმკვატი-ჩინური ციტრუსოვანი მცენარეა, რომელიც მანდარინზე ბევრად პატარაა, ხოლო სასარგებლო თვისებებით უფრო მდიდარია მანდარინთან შედარებით
image
მისი სამშობლო არის ჩინეთი და ის "ოქროს ფორთოხალს" ნიშნავს.
კუმკვატი მდიდარია C ვიტამინით და საკვები ბოჭკოებით,
100გრ კუმკვატი კვებითი და ენერგეტიკული შემადგენლობაა:
71კკალორია
16 გრ ნახშირწყალი
2გრ ცილა
1გრ ცხიმი
ვიტამინი A-დღიური ნორმის 6%
ვიტამინი C-დღიური ნორმის 73%
კალციუმი-დღიური ნორმის 6%
მანგანუმი-დღიური ნორმის 7%
კუმკვატები ასევე შეიცავენ მცირე რაოდენობით რამდენიმე B ვიტამინს, ვიტამინ E- ს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, სპილენძსა და თუთიას.
image
წყლისა და ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, ის შედარებით დაბალკალორიული ხილია და ამიტომ ის ხელსუწყობს წონის კორექციას.
მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მცენარეული სხვა ნაერთებით.
კუმკვატები მდიდარია მცენარეული ნაერთებით, მათ შორის ფლავონოიდებით, ფიტოსტეროლებით და ეთერზეთებით.
კუმკვატებში არსებული ეთერზეთები სურნელს ტოვებს ხელებსა და ჰაერში.
ზოგიერთ აზიის ქვეყნებში ხალხურ მედიცინაში კუმკვატებს იყენებდნენ გაციების, ხველების და სასუნთქი გზების სხვა ანთების სამკურნალოდ.
კუმკვატებში შემავალი მცენარეული ნაერთები ხელს უშლიან ჭარბწონიანობას და მასთან ასოცირებულ დაავადებებს, მათ შორის გულის დაავადებებს და მე -2 ტიპის დიაბეტს.
კუმკვატი უმჯობესია მიირთვათ მთლიანი - “კანიანად”. მათი ტკბილი არომატი სინამდვილეში კანიდან მოდის, ხოლო წვენი გულიდან.
1
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი არაბული001
ირაკლი არაბული001
82
  
2021, 29 მარტი, 18:29
აქამდე მეგონა, რომ კუნკუატი ერქვა. ეზოში მაქვს ორი ხე-ბუჩქი და მივირთმევ. მადლობა, რომ ახლა მაინც გავიგე მისი სახელი :)
0 1 1