x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
29 მარტიდან კ. გამსახურდიას სერიის მესამე ტომი „დავით აღმაშენებელი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად
image


გრძელ­დე­ბა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა. უკვე გა­მო­ვი­და „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“ და რო­მა­ნის „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ პირ­ვე­ლი ორი წიგ­ნი, 29 მარ­ტი­დან კი ქარ­თველ მკი­თხველს 7-ტო­მე­უ­ლის მე­სა­მე ტო­მის, „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი 3-4), შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. მე­სა­მე ტო­მიც გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად – 15 ლარი.


„და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნია. ეს არის ტეტ­რა­ლო­გია, რო­მელ­საც მწე­რა­ლი 22 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქმნი­და - გან­თი­ა­დი­დან გან­თი­ა­დამ­დის, თა­მა­ში­თა და ბრძო­ლით წერ­და თა­ვი­სი გმი­რე­ბის თა­მა­ში­სა და ბრძო­ლის ამ­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სწო­რედ ამ რო­მა­ნის­თვის მი­ე­ნი­ჭა რუს­თა­ვე­ლის პრე­მია 1965 წელს.


უომ­რად მშვი­დო­ბა ვერ იქ­ნე­ბაო - წერს ავ­ტო­რი თა­ვის რო­მან­ში. „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­საც“ ბევ­რი ომის გა­დახ­და მო­უ­წია. მთა­ვა­რი მტე­რი, ცხა­დია, ოფი­ცი­ო­ზი იყო, რომ­ლის­თვი­საც ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნარ­ქის ის­ტო­რი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ხელ­საყ­რელ ვი­თა­რე­ბას არ ქმნი­და. მარ­თლაც, იმ­ხნად რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ისე­თი ქარ­თვე­ლი მე­ფის პორ­ტრე­ტი, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში შე­სა­შუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა და ქვეყ­ნის კონ­სო­ლი­და­ცია შეძ­ლო. ამი­ტომ იყო, რომ რო­მანს მთელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ასე­ვე მწერ­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის ნა­წილ­მა, შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და, 1950 წელს და­ბეჭ­დი­ლი მე­სა­მე წიგ­ნის მთე­ლი ტი­რა­ჟი კი დაწ­ვეს.



„და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ არის არა მხო­ლოდ რო­მა­ნი, არა­მედ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ო­ფე­ობ­რი­ო­ბის, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მთე­ლი პა­რო­ნა­მა, “ - აღ­ნიშ­ნავს კ. გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რი, ლი­ტე­რა­ტო­რი და კრი­ტი­კო­სი სოსო სი­გუა და ამა­ტებს, რომ „ეს მხო­ლოდ რო­მა­ნი კი არ არის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბრწყინ­ვა­ლე ეპო­ქის მხატ­ვრუ­ლი ასახ­ვაა: თუ რო­გო­რი იყო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, რო­გორ იბ­რძო­და ქარ­თვე­ლი მეფე, ქარ­თვე­ლი ფე­ო­და­ლი, ქარ­თვე­ლი გლე­ხი სამ­შობ­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი კი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის არის იდე­ა­ლი, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი“.


კ. გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი და ნო­ვე­ლე­ბი დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ქარ­თველ მკი­თხველ­ში. მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი მა­რა­დი­უ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა, მწერ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რა და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მხატ­ვრუ­ლი სა­ხე­ე­ბია. ამი­ტომ არის, რომ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნე­ბი დღემ­დე ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წიგ­ნის თა­რო­ებ­ზე.


შე­გახ­სე­ნებთ, კ. გამ­სა­ხურ­დი­ას 7-ტო­მე­უ­ლის გა­მო­ცე­მა 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. სე­რი­ის მე­სა­მე ტომი „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (წიგ­ნი 2-3) 29 მარ­ტი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 13.50 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15 ლარი.


მო­ი­კი­თხეთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.



0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0