x
მეტი
  • 08.05.2024
  • სტატია:134675
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508866
დღეს ჩვენი პლანეტის სიახლოვეს პოტენციურად საშიში ასტეროიდი გაივლის
image



კოსმოსური სხეული, რომლის დიამეტრი თითქმის კილომეტრია, დედამიწიდან საკმაოდ სოლიდურ მანძილზე ჩაუფრენს.





ამის მიუხედავად, დედამიწის ახლო ობიექტების შესწავლის ცენტრის ექსპერტები მას პოტენციურად საშიშად აფასებენ. მათი პროგნოზების თანახმად, ასტეროიდი, სავარაუდოდ, 2 მილიონ კმ-ზე ახლოს არ მოვა. ეს დედამიწიდან მთვარემდე ხუთჯერ მეტი მანძილი.





ამავე დროს, მისი სიჩქარე, ასტრონომების აზრით, იქნება 124, 000 კმ საათში, რაც ბევრად აღემატება იმ ასტეროიდებს, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ვარდება. თავად ვიზიტორი სპეციალისტებისთვის ცნობილია ორი ათწლეულის განმავლობაში. თუმცა, მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არის შეგროვებული.






ასე რომ, მეცნიერები მიმდინარე მოახლოებას აფასებენ, როგორც შანსს ამ კოსმოსური სხეულის უკეთ შესასწავლად. ამერიკელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შეძლებენ ასტეროიდის ზომისა და შემადგენლობის გარკვევას.





გარდა ამისა, მოყვარული ასტრონომებიც შეძლებენ მასზე დაკვირვებას, ასტეროიდი საკმარისად კაშკაშა იქნება. იგი შესამჩნევი იქნება სამხრეთ ნახევარსფეროში, ამბობენ მეცნიერები.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0