x
image
ლანა92
ნახეთ, როგორ გადაწყვიტეს ინგლისელმა მეცნიერებმა დავა ქათამსა და კვერცხზე

image







ბრიტანელმა მეცნიერებმა გასცეს პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა კაცობრიობას, ადამიანთა გონებას: რომელი გაჩნდა პირველად - ქათამი თუ კვერცხი? მათი კვლევის შედეგების თანახმად, პირველი იყო ქათამი.

ქალაქების, შეფილდისა და უორიკის უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა მძლავრი კომპიუტერული მოწყობილობის დახმარებით. მათ, კომპიუტერის გამოყენებით, შეძლეს გენეტიკურ დონეზე ააგეს ქათმის კვერცხის წარმოქმნის პქოცესის მოდელირება. კვლევის ავტორთა თქმით, კვერცხის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს პროტეინი (ცილა) "ოვოკლედინინ-17", ან ოს-17 (შემოკლებით). ეს ნივთიერება მონაწილეობს კვერცხის ნაჭუჭის ჩამოყალიბებაში.

ქათმის შემადგენლობაში არსებული ნივთიერების - ოვოკლედინინ-17-ის გარეშე კვერცხი ვერ გაჩნდებოდა.

კვლევის მონაწილე, პროფესორი კოლინ ფრიმენი: "ეს ცილა დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ მხოლოდ ახლა დავადგინეთ, რომ ის პირდაპირ კავშირშია კვერცხის ჩამოყალიბებასთან და უშუალოდ აკონტროლებს ამ პროცესს".

ამდენად, ქათმებს აქვთ ოს-17-ის უნიკალური ფორმა, რომლის გარეშეც ქათმის კვერცხი ვერ დაიბადებოდა. ბრიტანელი მეცნიერების დასკვით, ჯერ იყო ქათამი და მხოლოდ ამის მერე - კვერცხი.

0
277
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0