x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
კიტრი - ერთ-ერთი უძველესი კულტურა: საინტერესოა, იგი კენკრაა თუ ბოსტნეული?



image








კიტრი გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს ბოსტნეულ კულტურას დედამიწაზე.

თავდაპირველად კიტრი ჩნდება ჩინეთში, ჰიმალაის ძირში, ასევე, ინდოეთის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში, სადაც კიტრი ჯერ კიდევ 5 000-ზე მეტი წლის წინ იყო გაშენებული.

როგორც გაირკვა, კიტრის გენომი შეიცავს 350 მილიონ წყვილ დნმ-ს. გენეტიკოსებმა, აქედან გამომდინარე, დაადგინეს, რომ კიტრის 7 ქრომოსომიდან 5 საერთოა ნესვის წინამორბედებთან.

დღეისათვის კიტრი ფართოდაა გავრცელებული და არსებობს მრავალი ბუნებრივი და ჰიბრიდული, ხელოვნურად გამოყვანილი ჯიში. კიტრის ველური ჯიშები, დიდი ოდენობით მწარე ნივთიერების შემცველობის გამო, ფაქტობრივად, უვარგისია საკვებად.

სიტყვა "კიტრი", ფასმერის ეტიმოლოგიური ლექსიკონის თანახმად, მოდის ბერძნულიდან და ნიშნავს "დაუმწიფებელს". მართლაც, კიტრის ნაყოფს ადამიანები მიირთმევენ დაუმწიფებელ, ქორფა მდგომარეობაში (გადამწიფებული კიტრი უკვე აღარ ვარგა).

ბოტანიკოსთა ნაწილი, კიტრს მიიჩნევს კენკრად, იგი "ცრუ კენკრაა", რაც არანაირად არ უშლის ხელს იმას, რომ კიტრი მსოფლიოში მცენარეული კულტურების წარმოების მხრივ მე-4 ადგილზე დგას.

დღეს კიტრის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია ჩინეთი, რომელიც ამ პროდუქტის 3/4-ზე მეტს (75 %-ზე) მეტს უშვებს ბაზარზე.

მეორე ადგილს კიტრის წარმოებაში იკავებს რუსეთი, თუმცა იგი 30-ჯერ ჩამორჩება ბაზარზე გატანილი კიტრის რაოდენობით "ციურ იმპერიას" (ჩინეთს).

მიუხედავად იმისა, რომ კიტრი განეკუთვნება გოგრისებრი კულტურების ოჯახს და ხლო ნათესაობას ამჟღავნებს ყაბაყთან, საზამთროსა და ნესვთან, კულინარიული თვალსაზრისით, იგი ბისტნეულად მიიჩნევა.

კიტრის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები:

შედგება 95 %-ზე მეტი წყლისაგან. მიუხედავად იმისა, რომ კიტრი თითქმის მთლიანად წყალია, იგი, ასევე, შედგება ბოჭკოების, ვიტამინების, ასევე, კაროტინების, ქლოროფილისა და მრავალი მიკრო და მაკრო ელემენტისაგან.

კიტრის მინერალური შემადგენლობაა: კალიუმის მარილს - 141 მგ %, ფოსფორი - 30 მგ %, მაგნიუმი - 8 მგ%; ნატრიუმი - 8. 5 მგ %; კალციუმი - 5 მგ;

იოდი - 2. 5 მგ %-მდე; რკინა - 0.6 მგ%-მდე.

კიტრის შემადგენლობას მარტივად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი.

კიტრის გამაგრილებელი გემო და სახასიათო შედგება ორგანული მჟავებისა და ეთერზეთებისაგან, რომელიც კანში ხვდება.

კიტრს არა მხოლოდ კარგი გემო აქვს, არამედ დიეტური და სამკურნალო თვისებები. პროფესორ ვიტალი ედელშტეინის სიტყვებით: "კიტრში მართლაც ბევრი წყალია, მაგრამ ეს არაა ონკანის წყალი. ის გაჯერებულია მინერალური მარილებით, რაც მას ადამიანისათვის შეუცვლელ საკვებად აქცევს".

კიტრი უნიკალური გამწმენდი საშუალებაა ორგანიზმისათვის, რომელიც შლის ტოქსინებს. კიტრის წვენი ხელს უშლის თირკმლებში კენჭის დაგროვებას და შესანიშნავად ანეიტრალებს შარდმჟავას კრისტალებს. აქრობს წყურვილს, დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემასა და ტვინის მუშაობაზე.

კიტრი კარგი საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროსაც. იგი, ასევე, აუმჯობესებს კანის, თმის, კბილების მდგომარეობას, ანეიტრალებს არაორგანულ ნაერთებს, ცილებსა და ცხიმებს.

კიტრის რბილობი შეიცავს ბოჭკოს, უჯრედს, რომელიც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, ქრონიკულ ყაბზობას ეხმარება, პექტინების დიდი ოდენობა აფერხებს ორგანიზმში ანთებითი, ჩირქოვანი პროცესების განვითარებას.

კიტრი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც (ნიღბები, ლოსიონები და გელები კანის გასაახალგაზრდავებლად).



0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0