x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა 5 წლის ტყუპებს საკუთარი სხეულით გადაეფარა და სიკვდილისგან იხსნა
image

ბავშვებმა თქვეს, რომ ახსოვთ, როგორ ჩაეხუტა დედა ავტოავარიამდე ერთი წამით ადრე.


29 წლის ახალგაზრდა დედა მიჩიგანიდან საშინელ ავარიაში დაიღუპა მას შემდეგ, როდესაც ხუთი წლის ტყუპებს ზედ გადაეფარა.


იმ უბედურ დღეს ჰილარი გალაზკა(Hillarie Galazka) შვილებთან ერთად, რომლების მანქანის უკანა სავარძელზე ისხდნენ ბრუნდებოდა სახლში- ლინკოლნ პარკში, დაახლოებით 23:55 წუთზე, მის Saturn Ion- ს დიდი სიჩქარით მომოავალი სხვა ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შემდეგ ბავშვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, რადგან ჰილარიმ მოასწრო და საკუთარი სხეულით გადაეფარა ბიჭებს, შედეგად თავად ჰილარი დაიღუპა.


image

"ბავშვებმა თქვეს, რომ მათ დაინახეს, როგორ გაუფართოვდა თვალები დედას, მათ შეხედა მათ და შემდეგ სხეულით გადაეფარა. მათ ეს მომენტი ახსოვთ"-ამბობს ჰილარის დედა.



მთელი დარტყმის სიმძიმე ზუსტად გარდაცვლილ დედაზე მოვიდა და მხოლოდ ამის წყალობით ბიჭები გადარჩნენ.


image

პოლიციის ცნობით, ავტოავარიის მომწყობი მანქანის საჭესთან 25 წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც უკვე ორჯერ გაასამართლეს ჩამორთმეული მართვის მოწმობისთვის.


დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რა დროსაც თვითმხილველებს მოატყუა, რომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურთან მივიდოდა დახმარების სათხოვნელად, თუმცა ის საავადმყოფოში დააკავეს. გამოძიება გრძელდება და პოლიცია ახლა სისხლის ანალიზის შედეგებს ელოდება.


ტრაგედიის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები აგროვებენ ფულს მისი დაკრძალვისთვის. ტყუპების ბიძამ თქვა, რომ მისი და, რომელსაც ასევე რვა წლის ვაჟი დარჩა, "იყო გულთბილი, ძლიერი და ლამაზი ქალი ".

image

0
101
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0