x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდის უნდა ჩავიცვათ კოქტეილის და როდის საღამოს კაბა? - იცოდით?
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.


image



მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.




მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.


image



პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.



მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?




რა სხვაობაა საღამოსა და კოქტეილის კაბას შორის და როდის რომელი უნდა ჩავიცვათ?



ნათელი წარმოდგენისთვის, თუ როგორი შეიძლება იყოს კოქტეილის კაბა, გაიხსენეთ ფილმი "ლამაზმანის" გმირი ვივიენი, რომელსაც ჯულია რობერტსი განასახიერებდა. ერთ-ერთი დოღის წვეულებაზე მას მუხლამდე სიგრძის, მდოგვისფერი, ბურთულებიანი კაბა ეცვა, დახურული დეკოლტეთი.

image


ეს ზუსტი კლასიკური მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს კოქტეილის კაბა, რადგან ის სწორედ რომ უნდა იყოს დახურული დეკოლტეთი და არ აჩვენოს ფეხები.


როგორც წესი, კოქტეილის კაბები უნდა ვატაროთ საღამოს დასაწყისამდე (15-17 საათამდე) დაგეგმილ ღონისძიებებზე. კოქტეილის კაბა ნაკლებად საზეიმოა, ამიტომ ის შეგიძლიათ ატაროთ პაემანზე, კაზინოში, დღისით თეატრში, ღამის კლუბში, მოდის ჩვენებაზე და ა.შ.





ხოლო, თუ ბანკეტზე, სპექტაკლზე, ოპერაში, საღამოს წვეულებაზე მიდიხართ, მაშინ აუცილებლად საღამოს კაბა უნდა შეარჩიოთ. ძირითადად, ისინი არის გრძელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილი, ღრმა დეკოლტე...


imageimage



0
82
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0