x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მამაკაცმა მეზობლის გული ოჯახის წევრებს აჭამა,რათა "ავი სულები" განედევნა
image

ჩიკაშაში, შტატი ოკლაჰომა (აშშ), 42 წლის ლოურენს პოლ ანდერსონმა(Lawrence Paul Anderson)მოკლა მეზობლის ქალი, 41 წლის ანდრეა ლინ ბლანკეშიპი, შემდეგ კი გული ამოაჭრა. როგორც აღმოჩნდა, მან ეს სპეციალური რიტუალისთვის გააკეთა.



image

ფოტოზე ანდრეა ბლანკეშიპი




მკვლელობის შემდეგ მამაკაცი დაბრუნდა სახლში, ვითომცდა თითქოს არაფერი მომხდარა, მოკლული ქალის გული კარტოფილით მოუმზადა ოჯახის წევრებს დ აჭამა. ამით სურდა უახლოესი ნათესავების სხეულიდან "ავი სულების განდევნა".

imageფოტოზე ლოურენს პოლ ანდერსონი


გაზეთ The Oklahoman -ის ცნობით მამაკაცმა დანაშაული აღიარა. გარდა ამისა, ანდერსონი ეჭვმიტანილია კიდევ ერთ დანაშაულში. მან 67 წლის ბიძა ლეონ პაია და 4 წლის შვილიშვილი კაეოს იეტსი მოკლა, გადარჩა ბიცოლა, რომელმაც პოლიცია გამოიძახა და მამაკაცი შეიპყრეს. (მთავარ ფოტოზე მარჯვნივ)


აღსანიშნავია, რომ რომ იანვარში ანდერსენი ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მანამდე ის უკვე ორჯერ იყო ციხეში გოგონაზე თავდასხმის, ნარკოტიკების შენახვის და გაყიდვის გამო. შტატის გუბერნატორმა იგი შეიწყალა და 9 წლამდე შეუმცირა სასჯელი.

ახლა ამერიკელს სიკვდილით დასჯა ემუქრება.



0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0