x
"პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მათ, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ შეუძლია, არც არაფრის შეცვლა შეუძლია.” - როგორია კონფორმული საზოგადოება?
image

რა არის კონფორმულობა? კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.

კონფორმიზმი არის:

  • ინდივიდის განწყობისა და ქცევის შესაბამისობა, სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;
  • ასევე, განწყობებისა და ქცევის შეცვლა, სოციალური ჯგუფის მხრიდან, წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო;
  • ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენცია, ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად.
სოციალური ფსიქოლოგები კონფორმიზმის ორ ტიპს გამოყოფენ:

  • ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგანება;
  • დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა.

  • როგორია კონფორმული საზოგადოება?

    კონფორმულია საზოგადოება, რომელიც მეტნაკლებად ჰარმონიული წესრიგის პირობებში არსებობს. ეს არის სტაბილური საზოგადოება, რომელშიც სოციალური კონფლიტები არ ხდება. სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სოციალურ ინსტიტუტებს შორის შეთანხმებული ურთიერთობა არსებობს.

    image

    ხოლო კონფორმისტი არის ადამიანი, რომელსაც არსებულ წერიგსა და სოციალურ გარემოსთან დაპირისპირების სურვილი არ უჩნდება, არ სურს ამ ურთიერთობებისაგან გარიყვა. როდესაც საქმე გვაქვს დახურული საზოგადოების ტიპთან, მაშინ კონფორმიზმი უარყოფით დატვირთვას იძენს. არსებობს კონფორმიზმის სოციოლოგიური გაგებაც, რომლის მიხედვითაც, ის საკმაოდ პოზიტიური ფენომენია. მერტონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი საზოგადოება თავის ნორმალურ არსებობაში კონფორმისტული სახით არსებობს. მერტონი მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებაში არსებული მიზნების მიღწევა ინსტიტუციური, კანონიერი ნორმებით ხდება, საზოგადოების კონფორმისტულ მდგომარეობას უწოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონფორმისტები მეტნაკლებად ყველა საზოგადოებაში არიან, არც ერთი საზოგადოება არ არსებობს კონფორმისტების გარეშე.

    დოჩმა და გერარდმა კონფორმიზმის ორი ტიპი გამოყო: ინფორმაციული და ნორმატიული. ინფორმაციული კონფორმულობა ბუნდოვან და ორაზროვან სიტუაციებში ჩნდება. უცნობ სიტუაციაში, ინდივიდი საკუთარ ქცევას ცვლის, რათა ის სხვისას შეუსაბამოს. სხვების ქცევა ინფორმაციას გვაწვდის იმ სიტუაციაში მიღებული წეს-ჩვეულებებისა და მიღებული პრაქტიკების შესახებ. უცნობ სიტუაციაში სხვებისგან ვიგებთ რა არის სწორი და როგორ უნდა მოვიქცეთ.

    მაგალითად: პარიზის მეტროში ბილეთის ყიდვისას, ამერიკელი ტურისტი შეიძლება ყურადღებით დააკვირდეს პარიზელების ქცევას – დააკვირდეს, სად მიდიან ბილეთის საყიდლად, როგორ გადიან პლატფორმაზე და რომელი გზით მიდიან მატარებლისკენ. გარშემომყოფების ქცევაზე ზედმიწევნით დაკვირვება ყურადღებიან ტურისტს შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს, კარგად გაერკვეს პარიზის მეტროს სისტემაში. ინფორმაციული საჭიროებით გამოწვეული კონფორმულობა ორ სიტუაციურ ფაქტორზეა დამოკიდებული: რამდენად ვთვლით, რომ ჯგუფი კარგად ინფორმირებულია და რამდენად დარწმუნებულნი ვართ ჩვენს საკუთარ მსჯელობაში.

    ცოდნის ნაკლებობის გარდა, კონფორმულობას იწვევს ინდივიდის მისწრაფება, მოწონებული იყოს ჯგუფის მიერ. კონფორმულობის ამ ტიპს ნორმატიული კონფორმულობა ჰქვია, ის სოციალური კონფორმულობის დომინანტური ფორმა. როდესაც ჩვენ გვინდა ჯგუფის წინაშე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, ვერბალურად ვეთახმებით ჯგუფის აზრს, თუმცა შეიძლება რეალურად არ ვიზირებდეთ მას.

    მაგალითად: როდესაც მეგობართან ერთად ვართ, რომელიც მკაცრად იცავს ჯანსაღი კვების სტილს, შეიძლება განსაკუთრებული ინტერესი გამოვიჩინოთ ბოსტნეულისა და ახალი თევზის მიმართ; როდესაც მარტო ვართ, შეიძლება ჩვენთვის უფრო სასურველ საკვებს მივანიჭოთ უპირატესობა, როგორიცაა ჰამბურგერი და მექსიკური ტაკო. ასეთ სიტუაციებში, კონფორმულობა ქცევის გარეგნულ შეცვლას იწვევს, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ამას შეხედულების შეცვლა მოჰყვეს.

    ორივე ეს წნეხი, ჩვენზე ყოველდღიურად დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. კონფორმიზმი საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ იარსებოს ადამიანები სოციალურ ნორმებს როგორებიცაა მოძრაობის წესები, სხვების საკუთრების პატივიცემა, აგრესიის არაძალადობრივი გზით გამოხატვა და ა.შ უნდა ემორჩილებოდნენ. თუმცა, კონფორმიზმს უარყოფითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ინდივიდი ავტომატურად, კრიტიკული გააზრების გარეშე ეთანხმება სოციალურ ნორმებს.

    კონფორმიზმის დადებითი მხარეები:

    • თანამშრომლობა კრიზისულ სიტუაციებში, სადაც მარტოხელა ადამიანი უძლურია;
    • გუნდის წევრებს შორის დატვირთვის შემცირება;
    • საზოგადოების ადაპტაციის უნარი
    • ადამიანები ხშირად კონფორმულები არიან, რათა ჯგუფის შიგნით უსაფრთხოდ გრძობდნენ თავს. კონფორმულობა ჯგუფის მიერ ინდივიდის ჩაგვრისა და განკიცხვის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხო საშუალებაა.
    კონფორმიზმის უარყოფითი მხარეებია:

    • დაკარგვა თვითმმართველობის . როდესაც ადამიანი წინასწარ ინფორმირებულია მომავალში მისი არსებობის პირობების შესახებ, ინდივიდი კარგავს თავის კავშირი თავის ღირსშესანიშნაობებთან და პირადი შეღავათებით. ცხოვრების წესის და ნორმების მქონე ჯგუფი უბრალოდ არ იძლევა არჩევანის უფლებას, იგი დიდი ხნით ადრე ხდება ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში შედის.
    როდესაც, მაგალითად თინეიჯერები მსგავსად იცვამენ იმისთვის, რომ მიღებული იყვნენ ჯგუფში.

    • პროგრესის შეჩერება ინტიმური გონების სტაბილურობა ბოროტებაა. პროგრესული აზროვნებით განთქმული კაცი არასოდეს ყოფილა საზოგადოებაში ეპოსი.
    კონფორმულობაზე უარის თქმა “სოციალური უარყოფის” სერიოზულ რისკს იწვევს.

    კონფორულობა ჯგუფური ფენომენია ამიტომაც ასეთი ფაქტორები როგორიცაა ჯგუფის ზომა, ერთსულოვნება, ვალდებულება და საზოგადოებრივი აზრი ინდივიდში კონფორმიზმის დონის განსაზღვრაში გვეხმარება.

    კონფორმულობის გამომწვევი მიზეზები :

    ჯგუფის ზომა გულისხმობს, რომ:

    • კონფორმულობა იზრდება ჯგუფის ზომის ზრდასთან ერთად.
    • 4-5 კაციან ჯგუფებში კონფორმულობის დონე დიდია, თუმცა ამის შემდეგ ადამიანების დამატება კონფორმულობის დოენს აღარ ცვლის.

    • რაც შეეხება ჯგუფის შეჭიდულობის ნაკლებობას:
    • კონფორმულობა მცირდება, როდესაც ინდივიდი ჯგუფში სხვებისგან განსხვავებულ პასუხს იძლევა და ჯგუფის პასუხი არ არის ერთგვაროვანი.
    • ეშმა (1951) აღმოაჩინა რომ ერთი კავშირის არსებობაც კი რომელიც უმრავლესობის წინააღმდეგაა მიმართული, კონფრომულობას 80%-ით ამცირებს.
    გადასაწყვეტი საკითხის სირთულე:

    • როდესაც ჩვენ გაურკვევლობაში ვართ, სხვებისგან მხარდაჭერას ვეძებთ. რაც უფრო რთულად გადასაწყვეტია საკითხი მით მეტად იზრდება კონფორმულობა.
    ინდივიდუალური პასუხები გულისხმობს, რომ:

    • კონფორმულობა მცირდება, როდესაც მონაწილეს საშუალება აქვს ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად უპასუხოს ( ისე რომ ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის მისი პასუხი ცნობილი არ იყოს ).
    • ეს ჯგუფის წნეხის სიმცირითა გამოწვეული და ნორმატიული გავლენა არ არის ძლიერი
    ანონიმურობა:

    • კონფრომულობა, ასევე, მცირდება, როდესაც მონაწილეს შეუძლია პასუხი წერილობითი ფორმით გასცეს და საჯაროდ არ გამოაცხადოს
    • და ადამიანები, კონფორმულები ხდებიან იმიტომ რომ აწუხებთ და ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ სხვები მასზე (მაგალითად, ნორმატიული გავლენა)
    ჯგუფის სტატუსში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ:

    • თუ ჯგუფში ვინმეს მაღალი სტატუსი აქვს (მაგალითად, უფროსი) ან ისეთი ვისაც სხვებთან შედარებით მეტი ცოდნა აქვს ( მაგალითად, მასწავლებელი) ისინი უფრო მეტ გავლენას ახდენენ ჯგუფის წევრებზე და მოსალოდენლია, რომ ადამიანები მათ მოსაზრებას უფრო მეტად დაეთანხმებიან (მაგალითად, ინფრომაციული გავლენა).
    • რაც უფრო მაღალია ჯგუფის სტატუსი მით უფრო მაღალია კონფორმულობის დონე.
    ჰარვარდის ფსიქოლოგმა, ჰერბერტ კელმენმა განსაზღვრა სოციალური ზეგავლენის სამი ძირითადი ტიპი:

  • პირველი ეს არის თანხობა, რომელიც საჯარო კონფორმულობაა და ინდივიდების პირადი შეხედულებებია გათვალისწინებული;
  • იდენტიფიკაცია გამოჩენილი ან საზოგადოებაში დაფასებული ადამიანის შეხედულებების გაზიარება, ამ შეხედულების გაშინაგნებაა;
  • ინტერნალიზაცია არის შეხედულების და ქცევის მოდელების მიღება, როგორც სოციალურ, ასევე პიროვნულ დონეზე.
  • რას ნიშნავს ბენდვაგონის ეფექტი?!

    ბენდვაგონის ეფექტის დროს ადამიანები ისე იქცევიან და ფიქრობენ, როგორც იქცევა და ფიქრობს უმრავლესობა. ამ ეფექტს სხვაგვარად ბრბოს ინსტინქტსაც უწოდებენ და მას განსაკუთრებით ბიჰევიორისტული ფსიქოლოგია სწავლობდა. ინდივიდების მიერ იმ წესებისა და ღირებულებების ათვისება, რომელიც უმრავლესობაში არსებობს, პროპორციულია ადამიანთა იმ რაოდენობისა, რა რაოდენობაც აღიარებს ამ წესებს.

    ბენდვაგონის ეფექტი პოლიტიკაში - ადამიანები ხშირად იმ კანდიდატს უჭერენ მხარს, რომელიც ყველაზე მეტად არის პოპულარიზებული მედიის მიერ. ინდივიდებს გამარჯვებულის მხარეს ყოფნა უნდათ და არჩევანს იმის მიხედვით აკეთებენ, თუ რომელ კანდიდატს უჭერს, მათი აზრით, უმრავლესობა მხარს. ამერიკაში არჩევნების დროს, სხვადასხვა შტატების განსხვავებული სასაათო სარტყელში ყოფნის გამო, როდესაც აღმოსავლეთ ნაწილში საარჩევნო უბნები დახურულია, დასავლეთში ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესია. აღმოჩნდა, რომ დასავლეთის შტატებში იმ კანდიდატს, რომელიც აღმოსავლეთ ნაწილში ეგზიტპოლების მიხედვით გამარჯვებული იყო (და ამ ეგზიტპოლების შედეგები ცნობილი იყო დასავლეთის შტატების მოსახლეობისთვის) დასავლეთში ყველაზე მეტი ამომრჩეველი უჭერდა მხარს. ეს განსაკუთრებით რეიგანის არჩევნებისას გამოჩნდა.

    ბენდვაგონის ეფექტი ეკონომიკაში - ეკონომიკაში მომხმარებლები პროდუქტს იმ ნიშნით ყიდულობენ, რამდენად დიდია ამ პროდუქტის მომხმარებელთა რაოდენობა. შესაბამისად მოხმარება არ არის დამოკიდებული პროდუქტის ფასსა და ინდივიდის არჩევანზე.

    0
    43
    შეფასება არ არის
    ავტორი:ნოზაძე ანი
    ნოზაძე ანი
    43
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0