x
ფიქრების უკიდეგანო შესაძლებლობები
image

ჩვენ მუდმივად ვიზიდანვთ ჩვენ ცხოვრებაში ადამიანებს, იდეებს, შესაძლებლობებსა თუ სიტუაციებს ჩვენი ფიქრების შესაბამისად, ჩვენი ბედნიერება და წარმატება ხშირად ჩვენს ფიქრებზეა დამოკიდებული, ამიტომ, აუცილებელია, რომ გონება პოზიტიურ აზროვნებაზე მივმართოთ. ამით გავაუმჯობესებთ ხასიათსა და ცხოვრების ხარისხს. განცდები მთლიანად იცვლება ჩვენი დამოკიდებულების, ფიქრების შეცვლით. ნებისმიერი ნეგატიური ემოცია, რომელსაც რომელიმე ადამიანის, ემოციის ან მოვლენის შესახებ ვგრძნობთ, მთლიანად ჩვენი ფიქრების შედეგია, ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილებით დაგროვილი ინფორმაციის მექანიკური რეაქცია. ის თუ როგორ ვართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ. ამიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი ნებისმიერი პირობის დროს ახერხებს მოძებნოს წერტილი, რომელზეც საკუთარ სულიერ სიმშვიდეს დააშენებს.

რწმენას დიდი ძალა აქვსო, ამბობენ, და ეს ასეცაა, რადგან მას საოცრებების მოხდენა შეუძლია. სწორედ რწმენამ დაუდო საფუძველი „პლაცებოს ეფექტს“. ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ეძებს დაავადების განკურნების დამოუკიდებელ გზებს, მოქმედი წამლებს გარეშე, მხოლოდ იმიტატორების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოჯანმრთელება გამოყენებული პრეპარატის ეფექტურობის რწმენის შედეგად მოდის. პლაცებო სიმულატორია, რომლის საშუალებითაც ექიმები პაციენტს აიძულებენ იფიქროს, რომ ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. რეალურად, ადამიანი ინერტულ შაქრის წამალს იღებს, ექიმი კი არწმუნებს, რომ ამ წამალს მისი განკურნება შეუძლია. ადამიანი ფიქრობს, რომ აუცილებლად მორჩება და ასეც ხდება კიდეც. ამ მეთოდით განკურნებული უამრავი ადამიანი ახსოვს ისტორიას. ეს კი ნიშნავს რომ ყველაფერი, რაც ხდება მთლიანად ჩვენს ფიქრებზე და განწყობილებებზეა დამოკიდებული. ეზოთერული სწავლებები დიდი ხანია უკვე ირწმუნებიან რომ ყველა მოვლენას თვითშთაგონება განსაზღვრავს. ჩვენ ყველაფერი ჩვენი წინასწარი განწყობილობის მიხედვით გვემართება.

პლაცებოს მეთოდით მკურნალობა მთელ მსოფლიოშია პრაქტიკაში დანერგილი და განსაკუთრებით “უკურნებელი” დაავადებების განკურნებისთვის გამოიყენება. ტარდება უამრავი ექსპერიმენტი და მტკიცდება, რომ ნებისმიერ დაავადების მიზეზი და მისი განკურნების საშუალება ჩვენს გონებაში იმალება. პლაცებოს ეფექტის მიხედვით, ადამიანის განკურნების ერთადერთი მიზეზი სწორედ ტვინის მიერ გაცემული ბრძანებაა, რომელიც ადამიანის იმუნიტეტს და მთელ ორგანიზმს ერთგვარი ხელისკვრით აიძულებს გახდეს უკეთ, აამუშაოს საკუთარ თავში არსებული ყველა რეზერვი და დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება, რაც მრავალ დაავადებასა და ავადმყოფობას აჯობებს.


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ულიმიტო თვითაღდგენის სისტემა, რომელიც ემორჩილება ჩვენს გონებას და ჩვენი ტვინის მიერ გაცემული ნებართვით ნებისმიერ დროს შეუძლია ჯანმრთელობის აღდგენა.

ექიმებმა სიმსივნით დაავადებულ ქალს მედიკამენტის მაგივრად კონიაკი ასვეს, თან დააჯერეს რომ ეს ძვირადღირებული წამალი იყო. სიმსივნურმა წარმონაქმნა უკანდახევა დაიწყო. ტვინმა გასცა ბრძანება: „ეს არის წამალი, რომელიც მე განმკურნავს“. თავის მხრივ ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა რომ არ ყოფილიყო ადამიანის ორგანიზმი ფსიქოლოგიურად მომზადებული: “ეს ყველაფერი გადაგარჩენს შენ”!

თვითშთაგონებით არა მარტო თავის დაავადება ან განკურნება შეუძლია ადამიანს, არამედ ყველაფერი: კედლებზე სიარული, წყალზე გავლა… ყველაფერი, რის გაკეთების ნებართვასაც ჩვენი ცნობიერი განვითარების ამ დონეზე არაფრით ანებებს ჩვენს სხეულს.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ პლაცებო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმდებს. ვინმეზე, შესაძლოა, ასთმის პროვოცირება მოახდინოს, ვიღაცას კი, პირიქით – შეუმსუბუქოს ტანჯვა. ასევე, იგი უფრო კარგად მოქმედებს ბავშვებზე, ვიდრე ზრდასრულებზე.

image

ნოცებო - ყველაფერს აქვს, როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარეც.

ამ შემთხვევაში ნოცებო მედლის უკანა მხარეა. პლაცებოს ჰყავს მტერი, რომელსაც „ნოცებო“ უწოდეს. ის მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. არსებობს ბევრი შოკისმომღვრელი შემთხვევაც. მაგალითად, როდესაც პაციენტმა გაიგო თუ როგორ გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატმა, გარდაიცვალა.

მარტივად რომ ვთქვათ, პლაცებო და ნოცებო – ერთი მედლის ორი მხარეა და რომელი მათგანი გამოვლინდება კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებულია არა მარტო პაციენტის მოლოდინებზე, არამედ ექიმის კომპეტენციაზეც, რომელიც უნიშნავს მოცემულ პრეპარატებს.

ახლა კი, რომ დავუბრუნდეთ ისევ და ისევ ჩვენს ფიქრებს, ჩვენ დღეში საშუალოდ 60 000 ფიქრს ვაქცევთ ენერგიად და მათი დაახლოებით 95% მომდევნო დღესვე რეალობად იქცევა ხოლმე, რადგან ქვეცნობიერის გავლენით, გაუცნობიერებლად მათკენ ვისწრაფვით. ამიტომ უნდა დავრრწმუნდეთ, რომ მხოლოდ იმას ვფიქრობთ, რაც რეალურად გვინდა, რომ ახდეს რეალობაში.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, ის ვისაც შეუძლია თავისი ფიქრების მართვა, მართავს ასევე თავის ცხოვრებას. ჩვენი ფიქრები განსაზღვრავენ ჩვენს თითოეულ სიტყვასა და ქმედებებას, შესაბამისად ჩვევებსა და ხასიათს, ეს უკანასკნელი კი, როგორც ყველასათვის ცნობილია, აყალიბებს ჩვენს მომავალს. თითოეული ადამიანის ფიქრები რეალურად ასხივებს და აფრქვევს ენერგიას სხეულიდან და სხეულის მიმართულებით. ისინი პირდაპირ განსაზღვრავენ ფიზიკურ, მენტალურ, ემოციურ, სოციალურ, სექსუალურ და სულიერ სურვილებსა და ქმედებებს.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ნოზაძე ანი
ნოზაძე ანი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0