x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
საკუთარი თავის შეცნობა
image

საკუთარ თავს სხვადასხვა ინფორმაციის წყალობით შევიცნობთ. პირველ რიგში განვიხილოთ სოციალიზაცია, რომლის წყალობით ჩვენ ბევრ რაღაცას ვიგებთ საკუთარ თავზე. ინფორმაცია ჩვენი თავის შესახებ შეიძლება მოდიოდეს არამხოლოდ ოჯახიდან და ჯგუფებიდან, არამედ კულტურისთვის დამახასიათებელი წესებიდან. თავიდანვე ბავშვი ეჩვევა იმ გარემოს, რომელშიც უწევს ცხოვრება. ის ურთიერთობს მეგობრებთან, ოჯახისწევრებთან, მას უწევს ეზიაროს რელიგიას, ეცნობა ამ კულტურისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს. ეს ყველა ახალი ინფორმაცია ბავშვს ეხმარება და მოგვიანებით იქცევა მისი “მეს“ მნიშვნელოვან ასპექტად. მაგალითად მოვიყვანოთ ოჯახი, რომელიც ხშირად ეხმარება სხვებს, როგორც საკვებით, ასევე მატერიალურად. ამ საქმეში ასევე რთავს მის მცირეწლოვან შვილს. ამ ბავშვს ჩამოუყალიბდება თავის თავზე შემდეგი წრმოდგენა. მაგალითად ის ჩათვლის, რომ გულუხვი და კეთილია.

ასევე საკუთარ თავზე წარმოდგენა, შესაძლოა შეგვიქმნას იმან, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები და ჩვენც ისე დავიწყოთ ფიქრი, როგორც სხვებმა. ამას ეწოდება არეკლილი შეფასება. სარკეში გამოსახულებას წარმოადგენს ადამიანების რეაქცია ჩვენზე და ჩვენც ისე ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც სხვები.

საკუთარ თავზე შესაძლოა უეცრად შეგეცვალოს წარმოდგენა და ამის დასამტკიცებლად ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათოლიკე სტუდენტები. მათ მიეცათ არჩევანი შეექმნათ ან რომის პაპის ან სხვა ინდივიდის სახე, რომელიც აუცილებლად დაჯღანული უნდა ყოფილიყო.შემდეგ კი უნდა აღეწერათ საკუთარი თავი. ვინც რომის პაპი დახატა, მათ უფრო უარესად შეაფასეს საკუთარი თავი, ვიდრე იმათმა ვინც უცნობი ადამიანები დახატეს.


სხვათა უკუკავშირიც დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში.მაგალითად როდესაც დედა ბავშვს ეუბნება, რომ არის მორიდებული ან კარგად ხატავს. შესაძლოა ამ ბავშვმაც მოგვიანებით, ასევე შეაფასოს საკუთარი თავი. ასევე უკუკავშირებს მოსწავლეები მასწავლებლებისგან იღებენ- მაგალითად როდესაც კომენტარებს ან შეფასებებს იღებენ. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდივიდისთვის უკეთესია თუ საკუთარ თავზე ობიექტურ შეფასებას მოისმენს და ასევე თუ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კონკრეტულ პიროვნებას რაღაც თვისება ახასიათებს, ესეიგი ისინი ერთნაირად და სწორად მსჯელობენ.

საკუთარი თავის შესახებ ცოდნა შესაძლოა ადამიანმა დაკვირვების საფუძველზე მიიღოს. მაგალითად ის აკვირდება სხვები როგორ ასრულებენ კონკრეტულ დავალებას, შემდეგ ადარებენ საკუთარ თავს და ხვდებიან, რომ ამ კონკრეტულ ამოცანას სხვებზე უკეთესად ართმევენ თავს. დარილ ბემი ამბობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება დაკვირვებას. რადგან არ არის საჭირო დაკვირვება იმისათვის, რომ საყვარელ საჭმელს უგემური ინგრედიენტი მოაშოროთ, რადგან არ გიყვართ.


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთევან ხალვაში
ქეთევან ხალვაში
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0