x
ჯგუფთაშორისი ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი აქცენტი

პოლიტიკური ფსიქოლოგიას სხვა მეცნიერული მიმართულებებისაგან გამოარჩევს კოლექტიური ქცევისა და ჯგუფთაშორისი ურთიერთობების, როგორც პოლიტიკური ქცევის ამხსნელების შესწავლა. მისი ინტერესის საგანი მრავალია: შიდაჯგუფური იდენტობის კვლევა, ჯგუფური ცრურწმენები, კოლექტიური ქცევის განსაზღვრა, როგორც შიდაჯგუფური, ისევე ჯგუფთაშორისი კონფლიქტების ანალიზი, სოციაოპოლიტიკური გავლენები, გადაწყვეტილების მიღების პროცესები, ჯგუფური გადაწყვეტილებები, სოციალური დისკრიმინაცია და სხვ. ინტერჯგუფური ურთიერთობების კვლევა გვთავაზობს აფექტისა და კოგნიციის ინტერაქციონისტულ მოდელს, სადაც აფექტი, ანუ ემოცია პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიდგომებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელობას წარმოადგენს, რადგან ის დიდ როლს ასრულებს კოლექტიური ქცევის წახალისებისა და სოციალურ და პიროვნულ საფრთხეზე რეაგირებაში. აშკარაა, რომ კოლექტივს უდიდესი როლი აქვს ადამიანის ევოლუციაში და კოლექტიური მოთხოვნილებები ადამიანური საზოგადოების ბაზისურ ფუნქციონალურ ასპექტებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ჯგუფზე განზოგადებული სტერეოტიპების ჩამოყალიბება ხშირად იწვევს გარკვეულ პოლიტიკურ ქცევებს, ქმნის მტრის სქემას და მოქმედებს კონფლიქტის გადაჭრის პროცესზე. ჯგუფთაშორისი ურთიერთობების კვლევებში ვლინდებოდა აგრესიული ქცევა გარე ჯგუფების მიმართ, ყურადღება ექცეოდა ცრურწმენებისა და სტერეოტიპების ფორმირებას ბავშვობისანვე. ავტორიტეტების კვლევების მიხედვით პიროვნების ემოციურად მოტივირებული ასპექტების როლი დიდი რასობრივი (და არა მხოლოდ) ცრურწმენებისა ჩამოყალიბებაში.
პოლიტიკური ქცევის შესწავლისას გასათვალისწინებელია ადამიანთა თანამშრომლობის უნარი, სოციალური ევოლუცია, კოლექტივის პოლიტიკური ფსიქოლოგია, სოციალური ნორმების როლი პოლიტიკურ ფსიქოლოგიაში. ყურადღება აუცილებლად უნდა გავამახვილოთ საფრთხის ფენომენზეც, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია კოლექტივის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამომდინარე იქიდან, რომ აძლიერებს ჯგუფშიდა ურთიერთობების ხარისხს იწვევს და გარე ჯგუფებისაგან დისტანცირებას. საფრთხის კონცეფცია დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული კონფლიქტების კვლევის ცენტრალურ ნაწილს და სწორედ საფრთხის აღქმას დიდწილად უკავშირდება როგორც მასების, ასევე პოლიტიკური ელიტების ქცევა. image

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0