x
რეფლექსური მოსმენა და მისი ტექნიკები
image
ურთიერთობის დროს ადამიანებმა სწორად რომ გაუგონ ერთმანეთს, მხოლოდ ყურადღებიანი მოსმენა არ არის საკმარისი, საჭიროა მოსმენილის აქტიურად გადამუშავებაც. ასეთ მოსმენას რეფლექსიურ მოსმენას უწოდებენ. რეფლექსიური მოსმენა მსმენელის უკუკავშირსაც წარმოადგენს. მსმენელი არა მარტო ყურადღებით უსმენს, არამედ ატყობინებს კიდეც, თუ როგორ გაუგო მოსაუბრეს.

რეფლექსური მოსმენის ტექნიკები:


1. ვერგაგება და დაზუსტების თხოვნა

პირველი ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ თუ გიჭირთ სხვისი ნათქვამის საზრისის გაგება, პირდაპირ გულახდილად უთხრათ ეს. ბევრ ადამინს რცხვენია ამის აღიარება. ასეთ დროს სასურველია ვუთხრათ - „მე ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, მაგრამ მინდა გავიგო და თუ შეიძლება, ეს შემთხვევა დეტალურად რომ მომიყვეთ".



2. სარკისებური არეკვლა

მოსაუბრის სიტყვების ან ფრაზების გამეორება, განსაკუთრებით კი იმ ფრაზების, რომელიც მოსაუბრისთვის მნიშვნელოვანია და თან ახლავს მკვეთრად გამოხატული ემოციები. მონოლოგის ყოველი ფრაგმენტიდან მსმენელი იმეორებს იმას, რაც ცენტრალურ იდეად მიაჩნია, საკვანძო სიტყვების გამეორება სასურველია მოსაუბრისათვის მნიშვნელობის შესაბამისად დამახინჯებისა და ინტერპრეტაციის გარეშე და არა ჩვენი მოსაზრებებისა და ვარაუდების დასადასტურებლად.

ასეთი სარკისებული გამეორება ხშირად არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოსაუბრეს არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მას ავტომატურად უმეორებენ ნათქვამს ან დასცინიან. ბოლო სიტყვების გამეორება მაშინ არის ეფექტური, როდესაც იგრძნობა, რომ მოსაუბრე ფიქრს განაგრძობს და ასეთი გამეორება ეხმარება მას განაგრძოს თავისი სამყაროს კვლევა.


3. რეზიუმირება-შეჯამება


რეზიუმირება - მონათხრობის მნიშვნელოვანი ნაწილის ან მთლიანად ნათქვამის შეჯამებას წარმოადგენს.

ეს ტექნიკა საუბრის ფრაგმენტებს ერთ საზრისულ მთლიანობაში აერთიანებს. ის მსმენელს აძლევს დარწმუნებულობას მოსაუბრის ნათქვამის სწორად აღქმაში და მოსაუბრეს ატყობინებს თუ რამდენად სწორად სწორად მოახდინა თავისი აზრების გადმოცემა.
შეჯამება ეფექტურია მაშინაც თუ მოსაუბრე „წრეზე დადის“ და უბრუნდება ნათქვამს. რეზიუმირება ეფექტურია კონფლიქტების რეგულირების დროს, პრეტენზიების განხილვისას და ყველა სიტუაციაში, სადაც რაიმე პრობლემის გადაჭრა აუცილებელია.


4. დეტალური განმარტების თხოვნა

თუ წინა ტექნიკების გამოყენებით მიღებული პასუხები არ იძლევა ფსიქოლოგისთვის ნათელ გაგებას, მსმენელმა შეიძლება ძნელად გასაგები ადგილის დეტალური აღწერა ან მაგალითების მოყვანა ითხოვოს:
რას გულისხმობთ?

შეგიძლიათ უფრო დეტალურად აღწეროთ?

-->> ინტერვიუს მთავარი მიზანი მოსაუბრის დახმარებაა, რომ მაქსიმალურად გამოხატოს ის, რისი თქმაც უნდა. დაზუსტება მაშინაც შეიძლება გამოვიყენოთ, რათა თემა შეიცვალოს ისე, რომ გაგრძელდეს მოსაუბრისთვის სასურველი თემა.

რეფლექსიური მოსმენის ტექნიკები დასაწყისში მოუხერხებელი და ხელოვნური ჩანს, მაგრამ გამოცდილების მიღების შემდეგ უფრო მარტივი და ბუნებრივი ხდება.




0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0