x
ბლუმის ტაქსონომიიდან სოლო ტაქსონომიამდე - რა სხვაობაა მათ შორის სწავლების პროცესში?

imageზოგადად, ტაქსონომია აღნიშნავს იმგვარ კლასიფიკაციას, რომელიც ობიექტს ახასიათებს მარტივი კატეგორიიდან რთულისაკენ.
ამჟამად გამოყენებული ტაქსონომიების შეფასებისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი გამიზნულია ერთი კონკრეტული მიზნისთვის, მაგრამ არ არსებობს ერთადერთი სწორი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ყველგან. ზოგი ტაქსონომია კარგად ემსახურება სწავლის ახალი სტანდარტების შემუშავებას, ზოგი კი არსებული სტანდარტების შესაფასებლად გამოიყენება.

ბლუმის ტაქსონომია სასარგებლოა იმ მხრივ, რომ მან გააფართოვა სწავლის მნიშვნელობა უბრალო დამახსოვრებიდან მოვლენის ანალიზამდე და შეფასებამდე. ეს ექვს საფეხურიანი პირამიდა წარმატებით გამოიყენება დღემდე გაკვეთილების დაგეგმვის დროს, შეკითხვების დასმის პროცესში. სოლო ტაქსონომია მასწავლებელს ეხმარება მოსწავლის სწავლის პროცესის შესწავლაში. სოლო მოდელის უპირატესობა ბლუმის ტაქსონომიის მიმართ, მოსწავლეთა სწავლის შეფასებაა. ეს უპირატესობები ეხება არა მხოლოდ ცოდნის შეძენას და ქულას, არამედ მოიცავს შეფასების პროცესის თავისებურებებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და როგორ სწავლობენ მასწავლებლები, რათა დაეხმარონ მოსწავლეებს, პროგრესულად გამოიყენონ უფრო რთული შემეცნებითი პროცესები. სოლო სტრუქტურა ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზროვნების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში; „ისწავლოს სწავლა“ და დაეხმაროს სკოლებს, სწავლის შედეგები გახადონ თვალსაჩინო მოსწავლეებისთვის.


0
59
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0