x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ქალმა 11 ქმარი დამარხა
image
რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქ არმავირის მკვიდრმა 11 ქმარი დაასაფლავა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.


როგორც გაირკვა ქალი თხოვდებოდა მარტოხელა პენსიონერებზე, ყიდდა მათ საცხოვრებელს და ფულს ისაკუთრებდა, რა დროსაც პარალელურად მისი მეუღლეები მალევე იღუპებოდნენ, წერს РИА Новости.




გამოძიების თანახმად, 53 წლის ქალი მარტოხელა მამაკაცებს ეძებდა. ყველაზე ხშირად იგი თხოვდებოდა მათზე, ხოლო მისი ქალიშვილები მოხუცების ნდობას იპოვებდნენ და არწმუნებდნენ მათ გაეცათ ჩუქება, ანდერძი ან მინდობილობა მათი უძრავი ქონების გასაყიდად - ეს ქინებოდა მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები თუ ბინები ქალაქ არმავირში, კრასნოდარში და სოჭში. .


სხვა შემთხვევებში, მისი ქალიშვილები ამშვიდებდნენ დაზარალებულებს, რომ ისინი მათი ნათესავები და მემკვიდრეები იყვნენ.



თაღლითების თანამონაწილე იყო 57 წლის უძრავი ქონების აგენტი ნოვოყუბანსკიდან


ზარალის ჯამურმა თანხამ შეადგინა 21, 7 მილიონი რუბლი.


აღინიშნა, რომ ეჭვმიტანილების მონაწილეობა 12 ეპიზოდშია დადგენილი- 2013 წლიდან 2019 წლამდე, რა დროსაც 11 ადამიანი გარდაიცვალა.


ამ დროისთვის სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა სასამართლოს.


"წინასწარი გამოძიების პერიოდის განმავლობაში, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად სისხლის სამართლის საქმე დამტკიცებული საბრალდებო დასკვნით გადაეცა სასამართლოს არსებითი განხილვისთვის. ინკრიმინირებული მუხლის სანქციები ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმ 10 წლამდე."-ნათქვამია კრასნოდარის მხარის შსს-ს პრეს-ცენტრში.

0
237
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0