x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ ვუმკურნალოთ ფეხებს შორის გამოყელვას?
ფეხებს შორის გამოყელვა ბევრი თქვენგანისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. მიზეზი გაოფლიანება ან ისეთი ბარძაყებია, რომლებიც სიარულისას ერთმანეთს ეხახუნება, ხახუნის შედეგად კი კანი ღიზიანდება და იწვება, რასაც თან ახლავს საშინელი ტკივილი და გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. გარდა ტკივილისა კი, დალაქული კანი ფეხებს შორის, საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურება. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?



image


როგორ ვუმკურნალოთ ფეხებს შორის გამოყელვას


პრობლემის თავიდან აცილებისა და მასთან გამკლავების რამდენიმე მარტივი გზა არსებობს, დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ ოთხ მარტივ ხერხს.



1. მკურნალობა სწორი ტანსაცმლის შერჩევით.image



თუ ბევრი სასიარულო გაქვთ ფეხით, ან სავარჯიშოდ მიდიხართ, აუცილებლად ჩაიცვით შარვალი ან სპორტული შორტები კომპრესიული ეფექტით, რომელიც ბარძაყებს ფარავს, რაც ხელს შეუწყობს გადაადგილებისას ბარძაყების ხახუნისას კანის კანთან პირდაპირი კონტაქტი აგარიდოთ თავიდან. ბუნებრივია, ასე კანი აღარ დაიწვება.




2. გამოიყენეთ ბავშვის პუდრი.image


ვინაიდან პრობლემა უფრო ზაფხულსა და გაზახფულზე მძვინვარებს, ხშირად მიიღეთ შხაპი და ბარძაყები დაიმუშავეთ ბავშვის პუდრით. თქვენი კანი უფრო გლუვი გახდება და შესაბამისად, ხახუნისას კანის დაწვას აიცილებთ თავიდან.




3. გამოიყენეთ დეოდორანტი.image


გამოყელვის პრობლემის თავიდან აცილების კიდევ ერთი მარტივი გზა დეოდორანტის გამოყენებაა. მიზეზი მარტივია, ის ასრულებს საპოხის როლს და შესაბამისად კანის კანზე ხახუნი მცირდება. ასევე, ის აკონტროლებს ოფლის გამოყოფას, რაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ამ პრობლემის. ამიტომ, პუტკუნა გოგონებმა ის მუდმივად უნდა გამოიყენონ.




4. გამოიყენეთ ბაზის ზეთები.image


რჩევაა, რომ ბაზის ზეთები შეიტანოთ თავის მოვლის ყოველდღიურ პროცედურებში. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეითუნის ზეთი, შიის ზეთი, ნუშის ზეთი, თუმცა ამ პრობლემისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ქოქოსის ზეთია. ის არბილებს კანს, სწრაფად შეიწოვება მის მიერ და შეუძლია გააქროს გამოყელვის კვალი.





0
346
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0