x
image
ლანა92
ჰიტაჩის ეროვნული პარკი იაპონიაში - 19 ჰა-ზე გადაშლილი ყვავილების სამოთხე


image


ფერადი მიწის უზარმაზარი ნაკვეთი მდებარეობს ტოკიოდან დაახლოებით 2 საათის სავალზე. ესაა ჰიტაჩის ზღვისპირა პარკი, იაპონიის ეროვნული პარკი.






image



ჰიტაჩის პარკში მილიონობით მცენარე და ყვავილი ხარობს, რომელიც მეტად მრავალფეროვან პალიტრას ქმნის.



image



თვალებს მოგჭრით საოცარი ხედი სიურეალისტური, ფერწერული გადაწყვეტით. იგი მომხიბვლელია მთელი წლის განმავლობაში. ჰიტაჩის პარკი ესაა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, რომლის არსებობაც შესაძლოა, წარმოდგენილიც არ გქონდათ აქამდე.



imageჰიტაჩის პარკი გაზაფხულზე


ჰიტაჩის ზღვიპირა პარკი 19 ჰექტარზე გადაშლილი ყვავილების სამოთხეა.




image


იბარაკის საზოგადოებრივი პარკი იბარაკში აერთიანებს ველური ბუნების ფერთა ფართო სპექტრს, რომელიც იცვლება ყოველ სეზონზე.


გაზაფხულზე, აპრილში ჰიტაჩის პარკში თქვენ დაინახავთ 4. 5 მილიონ ახლადამოსულ მოლურჯო-მოცისფრო ყვავილს. ყვავილთა მთების ეს ელფერი საოცრად ერწყმის გაზაფხულის ცას.

ყვავილთა აფეთქების ამ დრამატულ სცენას ეწოდება "ნემოფილას ჰარმონია". ეს ყვავილები, ასევე, ცნობილია, როგორც "ბავშვის ცისფერი თვალები".



image

ჰიტაჩის პარკი ზაფხულში




image


ზაფხულში ჰიტაჩის პარკში თვალწინ წარმოგიდგებათ ფუმფულა მინდვრები - ეს ყველაფერი კოხიას წყალობით ხდება. კოხია არის მცენარე, რომელიც სიმაღლეში იზრდება 90 სმ.-მდე ბუჩქებად, პარკის პატარა სფეროები ქმნის სიურეალისტურ სცენას - თითქოს თოვლის ფიფქები ბურთულებად მიმობნეულა ირგვლივ.

შემოდგომაზე კოხიები იღებს მუქ ჟოლოსფერ შეფერილობას.




image







image






image







image


ჰიტაჩის პარკში არასოდეს მოიწყენთ, შეგიძლიათ, ესტუმროთ ნებისმიერ სეზონზე. ყვავილების ზღვის გარდა, აქ ყურადღებას იპყრობს ველო ბილიკები, სადაც შეგიძლიათ, თავისუფლად ისეირნოთ. ასევე, შეგიძლიათ, მოხვდეთ პატარა გასართობ პარკში და ეშმაკის ბორბლიდან, ზემოდან გადახედოთ ფერად ყვავილთა აფეთქებას და დატკბეთ საოცარი ხედით. აქვე მდებარეობს რესტორანი, გოლფის მოედანი და პატარა სათამაშო მოედანი შადრევნით ბავშვებისათვის.








0
72
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0