x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ფედერიკო გარსია ლორკა, დახვრეტის დროს ლექსს კითხულობს

image

ფედერიკო გარსია ლორკა, დახვრეტის დროს ლექსს კითხულობს...
იგი, იყო ესპანელი დრამატურგი და პოეტი.
დაიბადა 1898 წლის 5 ივნისს ანდალუსიის, გრანადის პროვინციის, სოფელ ფუენტე ვაკეროში. 1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები. დაუახლოვდა გრანადის მაშინდენ ინტელექტუალებს და ხელოვანებს. მასზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა მანუელ დე ფალამ. 1919 ბინა დაიდო მადრიდის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში (Residencia de Estudiante de Madrid). მადრიდში დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: ანტონიო მაჩადო, პაბლო ნერუდა, ხუან რამონ ხიმენესი და სხვ. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მას კატალონიერ სიურეალისტ სალვადორ დალისთან და რეჟისორ ლუის ბუნუელთან. როგორც სტიპენდიანტი ნიუიორკში გაემგზავრა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი "La Barranca". შემოიარეს მთელი ესპანეთი და შემდეგ იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში. სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების შემოქმედება. 1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. ლორკა მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო. 1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ.
"შენს ბედს რად დაჰყვა ცრემლმორეული მწარე ფორთოხლის გემო,
გიტარასავით გადამსხვრეულო ესპანეთო ჩემო..."
0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0