x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც, გამოჩნდება ახალი სტაბილური ფულის წყარო" - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო ერთ კვირაზე
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს:


"1 თებერვალს ვენერა მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა. ამ კვირაში მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი ექნება - 2 თებერვლიდან აქ მყოფ სატურნს შეუერთდება, 3 თებერვლიდან კი კუროში მოძრავ ურანთან გააკეთებს კვადრატურას. დაძაბული ასპექტებია, რა თქმა უნდა, და შესაბამის პრობლემებსაც მოიტანს, რაზედაც ქვევით ვისაუბრებ. აგრეთვე მათი დაძლევის გზებსაც გეტყვით. 5-ში ვენერა სატურნის შეერთებას იუპიტერთან შეერთებაც გააკეთილშობილებს და სახეს შეუცვლის (პიკი 12 თებერვალს). გარდა ამისა, 5 თებერვალსვე ნეგატიური ასპექტები თავიანთი ზემოქმედების მაქსიმუმს მიაღწევენ და შემდეგ თანდათან დაიშლებიან, თუმცა კვირის ბოლომდე ძალას მაინც ინარჩუნებენ.


ახლა უფრო კონკრეტულად:



ვენერა სატურნის შეერთებამ რომ ურთიერთობაში გაუცხოება და დისტანციურობა არ მოიტანოს, ან საზოგადოებიდან გარიყულად და დეპრესიულად არ იგრძნოთ თავი, სჯობს ნებაყოფლობით განმარტოვდეთ და საკუთარ გრძნობებს და სულიერ ფასეულობებს გადაავლოთ თვალი. თუ ვინმეს რაიმე ისეთი კოლექცია გაქვთ, რომელსაც თვალის ჩინივით უფრთხილდებით (მაგ., ძველი მონეტები), ახლაა მათი წესრიგში მოყვანის დრო. ასევე, შეგიძლიათ დაალაგოთ ძველი ნივთები და თან კარგად დაუკვირდეთ, ხომ არაა მათში რაიმე ისეთი, რაც ფაქტობრივად განძს უდრის? ზოგმა სოთბის აუქციონზე გასატან ეგზემპლარსაც კი შეიძლება გამოჰკრას ხელი... თუმცა ეს უფრო 5 რიცხვიდან იქნება მოსალოდნელი, როცა ამ წყვილს იუპიტერიც შეუერთდება.


რაც შეეხება სატურნისა და ვენერას კვადრატს, ის სინამდვილეში არც ისეთი საშიშია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ვენერა ახლა ურანის ტერიტორიაზეა, ურანი კი ვენერასი. სხვა ნიშნებში განლაგებულები ისინი გაცილებით უფრო ''ბოროტმოქმედნნი'' იქნებოდნენ. მაგრამ ახლა, ვიდრე ერთმანეთთან სტუმრად იმყოფებიან, ეცდებიან, ნაკლები გააფუჭონ, რომ მასპინძელმა, რომელიც თავის მხრივ, მათ სახლში სტუმრიანობს, არაფერი აურიოს იქ სამაგიეროს გადახდის მიზნით. თუმცა სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა.


და აი, რას ვითვალისწინებთ ჩვენ:


  • არა ვმფლანგველობთ (მოლებში არ გავრბივართ და ყველაფერს, რაც გვჭირდება და არ გვჭირდება, არ ვყიდულობთ.)
  • ტოტალიზატორებსაც და მსგავს დაწესებულებებსაც არ ვაკითხავთ.
  • ახალ რომანტიულ თავგადასავლებში არ ვეშვებით თავით.
  • მორალისა და საზოგადოებაში ქცევის ნორმებს არ უგულვებელვყოფთ.
  • ექსცენტრიული გამოხტომებისაგან თავს ვიკავებთ. სხვებისას - ვატარებთ.
  • პარტნიორის მოსაზრებებს და თხოვნებს ერთი ხელის მოსმით არ უარვყოფთ. ვუკვირდებით, იქნებ რამე რაციონალური და სასარგებლოც კი აღმოვაჩინოთ.
  • ამ ყველაფრის ნაცვლად, ვცდილობთ დავკავდეთ შემოქმედებითად. ვისაც ხატვა შეგიძლიათ - ხატეთ (ძერწეთ, ქსოვეთ, კერეთ, ) ბოლო-ბოლო სახლი მორთეთ, დეკორაციები გააახლეთ...
ვინც მოითმენს - ის მოიგებს: იუპიტერი და ვენერას შეერთება სატურნთან ერთად სტაბილურ ახალ ფინანსურ წყაროს მოიტანს, რაღაც საკითხები თავისით გადაიჭრება, პრობლემები ურთიერთობაშიც ალაგდება და სხვა სფეროებშიც. (რაში - ამას პირადი რუკა აჩვენებს.) მოკლედ, არც ისეთი ცუდი 7 დღე გველის წინ, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. სრულიადაც არა - პირიქით! მეც წინდახედულებას და წარმატებებს გისურვებთ".


ასევე ნახეთ:


როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნების ფინანსებისა და ჯანმრთელობისთვის - თვის ჰოროსკოპი


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც თებერვალში პირად ცხოვრებაში გაუმართლებთ - თვის სასიყვარულო პროგნოზი



2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული



ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!





ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
889
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
889
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0