x
image
მაია 24
2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!

image


2020 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ასტროლოგიური მოვლენებით და სიმართლე გითხრათ, არცთუ სასიამოვნოთი. ბევრ ადამიანს მოუწია ცხოვრების შეცვლამ. იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი მაინცდამაინც ცუდი არ იქნება და ცვლილებები მხოლოდ სასიამოვნო გვექნება. განვიხილოთ წლის 5 მნიშვნელოვანი მოვლენა, რათა ცვლილებებისთვის აქედანვე ვიყოთ მზად.


  • სატურნი-იუპიტერის შეერთება მერწყულში - დიდი მუტაცია

შეერთება 2020 წლის ბოლოს მოხდება, თუმცა, მთელ მომდევნო წელზე ექნება გავლენა. ზამთრის მზებუდობაზე ორი გიგანტი პლანეტა მერწყულის ზოდიაქოში შეხვდება ერთმანეთს, რითაც დაიწყება დიდი მუტაცია, ანუ ჰაერის ეპოქა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. საქმე იმაშია, რომ აქამდე ამ ორი პლანეტის შეერთება მხოლოდ მიწის ნიშნებში ხდებოდა და სამყარო მეტად იყო ორიენტირებული მატერიალურ თემაზე, ფინანსებზე, ბუნებრივ სარგებლობაზე. ჰაერის ეპოქა კარდინალურ ცვლილებებს მოგვიტანს. ძველი სისტემა დაინგრევა და ინფორმაციური სისტემა, ტექნოლოგიები და ინოვაციური ცოდნა და ადამიანური თავისუფლება გამოვა წინა პლანზე. გარდაქმნას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ მიმართულების კურსი უკვე ცნობილია და მისი დაწყების თარიღიც.


  • ურანი-სატურნის კვადრატი - ინტერესთა ჭიდილი

ასპექტი იანვარში ამოქმედდება, მარტამდე იქნება, შემდეგ მაისში, ივლისსა და დეკემბერში შეგვახსენებს თავს. ზუსტი კვადრატი იქნება 17 თებერვალს, 15 ივლისს და 24 დეკემბერს. ურანი და სატურნი ურთიერთსაწინააღმდეგო პლანეტებია. სატურნი ძალაუფლების, სისტემის, წესები, საზღვრების პლანეტაა. ურანი კი მუდმივად ცდილობს, დაანგრიოს ძველი და ახალი ნულიდან შექმნას. მას მოსწონს ცვლილებები, რეფორმები, განახლება; მუდმივად ისწრაფის დამოუკიდებლობისკენ. კვადრატის პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობა და გაღიზიანებულობა ადამიანთა შორის. ბრძოლა უფლებების დასაცავად და ცვლილებებისთვის ბევრ ადამიანს ჩაითრევს. ძირითადი სფეროები იქნება: პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება. ეს ასპექტი ძირითადად შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დაიბადნენ შემდეგ პერიოდებში: 1996-66, 1975-77, 1987-88 და 1999-2000. ამ ადამიანების პირად რუკებში უკვე არსებობს ურანი-სატურნის ასპექტი და ამიტომაც, რეაგირება მათთვის უფრო საგრძნობი იქნება.


ასეთ პერიოდში აგრესიის გამოვლენას და დაძაბულობას არ გირჩევთ. რაც უფრო მშვიდი იქნებით, მით მეტად გაგიადვილდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ეცადეთ, აჯანყებისა და მსხვერპლის გარეშე განვლოთ ეს თარიღები. გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, რა მოძველდა, რა საჭიროებს განახლებას, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ?.. ამას მიაქციეთ ყურადღება!



  • მზის დაბნელება

2021 წელს მზის ორ დაბნელებას ველოდებით. პირველს 10 ივნისს. მთვარე მზის დისკოზე მოექცევა, მაგრამ სრულად არ დაფარავს მას. ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ, აკონტროლეთ ქმედებები. სასურველია, კეთილი განზრახვები გქონდეთ, თუმცა, ისინიც კი შეიძლება მოულოდნელ პრობლემებად გექცეთ.


10 ივნისს მზე და მთვარე ტყუპის ზოდიაქოში შეერთდება. ტყუპი კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დაბნელების პერიოდში (პლუს-მინუს 2 დღე) გართულდება დამოკიდებულება მეგობრებსა და სასიყვარულო პარტნიორებს შორის.


მზის მეორე დაბნელებას 2021 წლის 4 დეკემბერს, მშვილოდოსნის ზოდიაქოში ველოდებით. კარდინალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში, ასევე მთელ სახელმწიფოში. უმჯობესია, არ გარისკოთ. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ფინანსური სფერო, ბიზნესი, საქმიანი ურთიერთობები. მოერიდეთ კამათს, არ გაეხვიოთ ინტრიგებში, ყველაფერი შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.


  • მთვარის დაბნელება - სისხლიანი მთვარე

2021 წელს მთვარის ორ დაბნელებას ველოდებით - პირველს 26 მაისს და მეორეს 19 ნოემბერს. მეორეს შედარებით მსუბუქად გადავიტანთ. აი, პირველი კი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მაისის მთვარის დაბნელებას სისხლიან მთვარესაც ეძახიან. ეს მთვარის სრული დაბნელებაა. დაბნელების დროს მთვარე ნარინჯისფერ-წითელ შეფერილობას მიიღებს და სახელიც აქედან მომდინარეობს. მას ყველაზე კარგად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, ავსტრალიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში დაინახავენ. მიუხედავად იმისა, დაინახავთ თუ არა მთვარის დაბნელებას თვალით, ადამიანებზე გავლენას ის მაინც მოახდენს. ადამიანები გრძნობებსა და ემოციებს გადამეტებულად გამოავლენენ. ამ დღეს უნდა ველოდოთ უსიამოვნებებს, ჩხუბს, ტყუილს. ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ, საყვარელ საქმიანობას დაუთმოთ დრო და ჰარმონიული განწყობა შეინარჩუნოთ.


  • რეტროგრადული მერკური

პლანეტა მერკური სამჯერ გაივლის რეტროგრადულ ფაზას. მერკური ვაჭრობის, ტრანსპორტის, სწავლის, კავშირებისა და კოლექტივში ურთიერთობების სიმბოლოა. მერკური რეტროგრადულ ფაზაში პირველად შევა 30 იანვარს და დარჩება 21 თებერვალამდე. მეორედ - 29 მაისს შეტრიალდება და 22 ივნისამდე იქნება უკანმავალი. ხოლო მესამედ უკუსვლას დაიწყებს 27 სექტემბერს და 18 ოქტომბერს გასწორდება.


მერკური რეტროგრადულის სვლის დროს გირჩევთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, გადახედოთ თქვენი ცხოვრების სტილს, სწავლა-განვითარებას. ახალ პროქტებს ამ პერიოდებში ნუ დაიწყებთ. ნუ მოძებნით ახალ სამსახურს, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს (განსაკუთრებით, ტექნიკას, ავტომობილს), არ დააბანდოთ ფული. იცოდეთ, რომ ყველა ახალი წამოწყება, მოგიტანთ უამრავ გართულებას და უსიამოვნებას.


ბედნიერ 2021 წელს გისურვებთ!


ასევე ნახეთ:


ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს


"2020 წლის 21 დეკემბერს ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა" - ასტროლოგი გვიამობს, როგორი იქნება უახლოესი 20 წლის ტენდენციები სამყაროში


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ


წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1158
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0