ასტროლოგია ამაღამ 2021-ის პირველი სავსემთავრეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ვინ რა უნდა მოიმოქმედოს საკუთარი კეთილდღეობისთვის 2021, 28 იანვარი, 19:39 2021 წლის პირველ სავსემთავრეობას ველოდებით 28 იანვარს 23:16 საათზე ლომის ზოდიაქოში. ახლა მზე მერწყულის ზოდიაქოში იმყოფება და იქ დარჩება 18 თებერვლამდე. შესაბამისად, აქტიურია მერწყულის მმართველი ურანი და თავს ცუდად გრძნობს მზე. გილოცავთ ყველა მერწყულს იუბილეს, ორიგინალური და პოზიტიური სიურპრიზებით აღსავსე წელი გქონდეთ. მზე კი ლომი, სადაც ახლა სავსემთავრეობას ველოდებით, არის ძლიერ პოზიციაში. ზოგადად ლომი არის შემოქმედება, ტალანტი, თვითრეალიზაცია, ლიდერი. ის მუდმივად არის ყურადღების ცენტრში. უყვარს საჩუქრების მიღებაც და გაცემაც, დღესასწაულების მოწყობა. განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან და თავადაც ხშირად არიან ბავშვურები. ახასიათებთ ეგოცენტრიზმი, ბაქიბუქობა, უყვართ ქათინაურები, გარშემო მყოფების ყურადღება და აღიარება. არიან გულუხვები, ოპტიმისტურები. ლომი მეფე და დედოფალია. სავსემთავრეობის დროს მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება ლომი-მერწყულის ღერძზე და მთავარია, დავიცვათ ბალანსი შემდეგ სფეროებში: ეგოიზმი და ალტრუიზმი; ინდივიდუალურობა და უნიკალურობა; ადამიანი და კოსმოსი; ლიდერი და გუნდი; სიყვარული და თავისუფლება, პიროვნება და კოლექტივი და ა.შ. ადამიანებში გამოვლინდება ისეთი თვისებები, როგორებიცაა: თვითრეალიზაცია, შემოქმედება, მეგობრულობა, ბავშვურობა. სავსემთვარეობას აკონტროლეთ ემოციები, იყავით მზრუნველები ბავშვების მიმართ. გაგებით მოეკიდეთ მათ სურვილებს და ეცადეთ, კი არ გააკრიტიკოთ, არამედ შეაქოთ, კომპლიმენტებით აავსოთ. არანაირი დასჯა და მათი შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, გარშემო მყოფების თანდასწრებით. აგრეთვე, იყავით საკუთარი თავის მიმარათ ლოიალურები, თქვენც ხომ გულის სიღრმეში ბავშვი ხართ და მოფერება და სიყვარული ყველაზე მეტად გჭირდებათ. სავსემთვარეობაზე გარდა იმისა, რომ ემოციურობა მომატებულია, რამდენიმე პლანეტა ცუდად უპირისპირდება ერთმანეთს. პირველ რიგში ვახსენოთ აგრესიული მარსი , რომელიც კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, 20 იანვარს იგი თავისუფლებისა და ორიგინალურობის პლანეტა ურანს შეუერთდა, 29-ში კი ლილიტს (შიშები და ცდუნებები) შეხვდება. ვისაც კუროს, ლომის, მორიელის ან მერწყულის ნიშნების 8 ან 10 გრადუსში გყავთ პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები, იყავით დაკვირვებული და ფრთხილი. სავსემთვარეობა, როგორც უკვე გითხარით, არის მზისა და მთვარის დაპირსპირება და მათ კიდევ ცუდად უპირისპირდებიან გაერთიანებული ლილიტი, მარსი და ურანი. ურანი არის თავშეუკავებელი, მოულოდნელი. იგი მუდამ მოწადინებულია, ბუნტისთავმა და რეფორმატორმა, დაანგრიოს ყველაფერი ძველი და ააშენოს ახალი. მარსის მხარდაჭერით, ძალიან საშიში ხდება, ანარქიულიც კი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სავსემთვარეობის პერიოდში და პლუს-მინუს 2 დღე, მწყობრიდან გამოვა ელექტროობა, აირევა სოციალური ქსელების მუშაობა, მოხდება ტექნოლოგიური დარღვევები და კატასტროფებიც კი . მარსისა და ურანის თავაშვებულობას კი მხარს უჭერს ლილიტი, რომელიც უკონტროლებელ ძალას ანიჭებს ორივეს. ძალიან რომ არ შეგაშინოთ, გაფრთხილდით, თქვენც გექნებათ ყველაფრის განადგურების, თავისუფლების მოპოვების, რეფორმებისა და რევოლუციის მოწყობის სურვილი და თქვენს გარშემო მყოფებსაც. ამიტომ, წინდახედულება უპირველეს ყოვლისა. დაძაბულობისა და დაპირისპირების მეტს ვერაფერს მიიღებთ. ეს შეეხება პირველ რიგში დამოკიდებულებას შვილებთან, ჩვენს საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან. მაქსიმალურ დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა სავსემთვარეობის შემდეგ, უმჯობესია, თებერვლის დასაწყისში გადაიტანოთ. კიდევ ერთი გაფრთხილება, სავსემთვარეობის პერდიოდში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ სითხეებთან, ალკოჰოლთან, მედიკამენტებთან, ნარკოტიკებთან, ინფექციებთან და ვირუსებთან. მოერიდეთ კამათს რელიგიურ და იდეოლოგიურ თემებზე. სხვათა შორის, ადამიანების უმეტესობას მიეცემა შანსი, რომ განახორციელოს საკუთარი მიზანი. დაბოლოს, კიდევ ერთი მინიშნება, სავსემთვარეობის დღეს, 28 იანვარს , ვენერა (სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა) უერთდება პლუტონს (ძირეული ძვრები, უმართავი სიძლიერე, ეჭვიანობა, სექსუალურობა). ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით გაგაკონტროლებთ, განსაკუთრებით, ფინანსურ თემებში, პარტნიორებში მოიმატებს სექსუალურად დომინირების სურვილი. ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად: ვინც დაიბადა 30 ივლისიდან 5 აგვისტოს შუალედში, 27 მარტიდან 2 აპრილის შუალედში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის შუალედში და ისინი, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 27.01-დან-2.02-მდე; 27.04-დან-2.05-მდე და 30.10-დან-5.11-მდე. თუ თქვენს რუკაში მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, კურო, მორიელისა და მერწყულის ნიშნების 7-12 გრადუსში. აგრეთვე, დააკვირდით, რომელი სახლები აქტიურდება ამ ზოდიაქოს ნიშნებში. მშვიდობიან სავსემთვარეობას გისურვებთ და აუცილებლად გაეცანით პროგნოზს თქვენი ნიშნის გათვალისწინებით, რათა უკეთ მართოთ საკუთარი თავი და საქმეები. ვერძი პირადი ინტერესების გამო ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას იმ კოლექტივში (სამეგობრო წრე), თანამოაზრეთა ჯგუფში, რომლის წევრიც ხართ. მოძებნეთ ბალანსი საკუთარ და სხვათა ინტერესებს შორის. ყურადღებით მართეთ ფინანსური საკითხები. უმჯობესია, თუ ყველაფერს სავსემთვარეობის შემდეგ მოაგვარებთ. მეტი მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეთ თქვენი შვილებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. კურო საოჯახო და სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ არც ერთი არ დაგიზარალდეთ. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ, მაგრამ კარიერულ წინსვლასაც ნუ დაივიწყებთ. მართალია, ცოტა რთულია, მაგრამ უნდა შეძლოთ. იზრუნეთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, არ გადაიღალოთ ემოციურად. ტყუპი დააბალანსეთ კომუნიკაცია და ურთიერთობები. დაახარისხეთ ის ინფორმაცია, რასაც ახლა მიიღებთ. თავადაც ყურადღებით გაეცით ახალ ამბებს. გამონახეთ მეტი დრო დოკუმენტების შესაგროვებლად, სწავლისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა, მათთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ და აგრეთვე მათთან, ვინც თქვენგან შორსაა ან პატივსაცემია თქვენთვის. კირჩხიბი ფინანსური საკითხები ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ბალანსი უნდა დაიცვათ შემოსავალ-გასავალში. უნდა აკონტროლოთ საკუთარი ფულიც და პარტნიორისაც. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ მატერიალური კეთილდღეობა. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს და აი, აქ მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. კარგი იქნება, თუ ფულის (მცირესაც კი) გადანახვასაც მოახერხებთ. ლომი დაიცავით ბალანსი საკუთარ თავსა და იმ კოლექტივს შორის, სადაც ტრიალებთ. უნდა იყოთ სოლისტი, მაგრამ იმ ბენდის ინტერესებიც გაითვალისწინოთ, ვისთან ერთადაც მღერით. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ბიზნესს, მიზნებს, კარიერას. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორებთან. გახსოვდეთ, რომ ერთად და შეთანხმებულად უფრო მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. ქალწული სავსემთვარეობა დაგაფიქრებთ, როგორ აისრულოთ ოცნებები და მიიღოთ მათგან სარგებელი. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. განსაკუთრებით, ახლობლებს დაეხმარეთ უანგაროდ. კარგ შედეგს მოგიტანთ სულიერი პრაქტიკები, მაგრამ მათ გამო ნურც ყოველდღიურ ვალდებულებებს დაივიწყებთ. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა. სასწორი გაფრთხილდით, რომ თქვენი პირადი ინტერესები არ შეეჯახოს თქვენი მეგობრებისას ან იმ კოლექტივისას, რომელშიც მოღვაწეობთ. გარდა ამისა, უნდა მოაწესრიგოთ კრედიტებთან, გადასახადებთან, საბანკო სექტორთან, მემკვიდრეობასთან, ფულად დაბანდებასთან დაკავშირებული საკითხები. ყურადღება მიაქციეთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. მორიელი კარიერა და ბიზნესი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს თქვენგან, მაგრამ არ გაქვთ უფლება, ოჯახის წევრები და შინაურული ვალდებულებები მიატოვოთ. იზრუნეთ მშობლებზეც. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორების მიმართ. მოერიდეთ მათთან საქმეების, ურთიერთობების გარკვევას. უფრო მეტიც, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მათთან. მშვილდოსანი დაფიქრდებით, რის მიღწევას შეძლებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ინფორმაციის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. აგრეთვე გაიჩენთ ახალ მეგობრებს. მათი დახმარებით თვალსაწიერის გაფართოებას შეძლებთ. იყავით მობილიზებული განვითარებისთვის, დაწყებული პროექტების განვითარებისთვის. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი და ნურც დასვენებას დაივიწყებთ. თხის რქა პარტნიორის ფულები სიფრთხილით უნდა განკარგოთ - დახარჯოთ ან დააბანდოთ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს ფული დაზღვევისგან, ბანკისგან ან მემკვიდრეობით. დაფიქრდით, რამ შეიძლება მოგიტანოთ ფული. გარდა ამისა, მეტი მოვლა-პატრონობა გმართებთ შვილების და საყვარელი ადამიანის მიმართ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გასცეთ სითბო და მზრუნველობა არა სიტყვით, არამედ საქმით. მერწყული პარტნიორული ურთიერთობა (საქმიან და სასიყვარულო) და პირადი ინტერესები გახდება უპირველესი. დაიცავით თქვენი მიზნები, ინტერესები, მაგრამ პარტნიორებსაც ნუ დააკნინებთ. პირიქით, გააძლიერეთ კავშირი, სთხოვეთ დახმარება და ასე უფრო სწრაფად და ერთად მიუახლოვდებით სასურველს. გარდა ამისა, ყურადღებას ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, დედას. თუ თქვენი საქმიანობა კონსულტირებასთანაა კავშირში კლიენტების მიმართაც გმართებთ დაკვირვება, დაეხმარეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნუ დაიზარალებთ, დაიცავით ბალანსი. თევზები მეტი ყურადღება გმართებთ ყოველდღიური საქმეებისადმი, ვალდებულებებისადმი და ჯანმრთელობისადმი. მოიმატებს ენერგიულობა, გაგიჩნდებათ რაღაცის უკეთ კეთების სურვილი. თუ მოინდომებთ, სამსახურის საქმეებსაც იდეალურად გაართმევთ თავს და დროც დაგრჩებათ, რომ შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ. დააკვირდით ინფორმაციებს, რასაც გასცემთ და იღებთ. ასევე ნახეთ:2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებულიზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგანზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვითრას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24737 შეფასება არ არის
|