x
მეტი
  • 21.04.2021
  • სტატია:110612
  • ვიდეო:352144
  • სურათი:481188
ქალის 16 ტრადიცია, რომელიც უნდა დავივიწყოთ

image

ბევრი წესი, რომელსაც ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ, დღესაც არსებობს, რომელსაც ფრთხილად ვეკიდებით და ვცდილობთ იგივე ვასწავლოთ მომავალ თაობას.


თუმცა ბევრი მათგანი მოძველებულია და ისინი უბრალოდ წინა ცხოვრებას უნდა ჩავაბაროთ.

თანამედროვე სამყაროში რთულია ცხოვრება თუ ყველაფერს დააუთოებთ (უბრალოდ დრო არ დაგრჩება არაფრისთვი), ან ლამაზ კაბებს იყიდით და არ ატარებთ, საჭირო მომენტის დადგომამდე.


აუცილებელია ზოგიერთ ასეთ ჩვევებს დავემშვიდობოთ:






1. ქალებმა ბიუსჰალეტერი სახლშიც უნდა ატარონ

image


ამ საკითხში ქალების აზრი ორად იყოფა: ნაწილი საერთოდ არ ატარებს, ნაწილი - მხოლოდ ძილის წინ იხდის.

სიმართლე ისაა, რომ არ არსებობს არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ბიუსტჰალტერის ტარებამ შეიძლება შეცვალოს მკერდის ფორმა, ან მისი არ ტარების შემთხვევაში გავლენა მოახდინოს მკერდის ჩამოწელვაზე.




2. მოკლე თმა ზარმაცი ქალებისთვისაა

image

საყოველთაო მოსაზრებაა, რომ მოკლე თმის ვარცხნილობა არის იმ ქალების არჩევანი, რომელთაც არ სურთ ბევრი დრო დახარჯონ თმის და გარეგნობის მოვლაზე.

სინამდვილეში, თმის ვარცხნილობის შექმნის სიჩქარე არ არის დამოკიდებული თმის სიგრძეზე. ვარცხნილობა მხოლოდ პირადი სურვილისამებრ უნდა შეირჩეს, რა დროსაც გასათვალისწინებელია სახის ფორმა, რადგან სხვადასხვა ფორმის სახეს სხვადასხვა სტილის თმა უხდება.



3. ქალის ჰიგიენური საშუალებების შეძენის სირცხვილი

image


ალბათ მსოფლიოს ყველა ქალს ჰქონია უხერხული განცდა ჰიგიენური საფენის შეძენისას.

ბოლო წლების განმავლობაში, სიტუაცია შეიცვალა და თანამედროვე გოგონები არა მხოლოდ ადვილად ყიდულობენ ამ საჭირო ნივთებს, არამედ თავიანთ შეყვარებულებს სთხოვენ მათ შეძენას.





4. წლობის განმავლობაში ტანსაცმელების შენახვა და მათი არ ტარება

image


ძველი ტანსაცმლის მოშორება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ საგულდაგულოდ ვინახავთ ნივთებს, რომლებსაც არ ვიყენებთ და გადაგდებაც გვენანება.

ხშირად ვფიქრობთ, რომ შეიძლება ორი წლის შემდეგ უკეთ მოგვეწონოს, მაგრამ თუ ერთ წელიწადზე მეტია არ გამოგიყენებიათ ტანსაცმელი უმჯობესია დაემშიდობოთ მას.

გარდა ამისა, არ შეინახოთ პატარა ზომის ტანსაცმელი, იმის იმედით, რომ წონაში დაიკლებთ და კვლავ შეძლებთ ტარებას. ეს უფრო მეტად იმედს გაგიცრუებთ, ვიდრე გაგამხნევებთ.





5. ყველაფრის დაუთოება

image


ადრე ჩვეული იყო ყველაფრის დაუთოება.

თუმცა დრო იცვლება და უთოს უფრო ნაკლებად გამოიყენებენ. დაუთოებაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ხალხს აღარ სურს დროის დაკარგვა ამ საქმიანობაზე.





6. მაღალი ქუსლები ქალის საუკეთესო მეგობარია

image


მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ვიზუალურად აგრძელებენ ფეხებს და მატებენ ქალურობას. სინამდვილეში, მაღალი ქუსლები თავდაპირველად მამაკაცის მოდის პრეროგატივა იყო.

რაც არ უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის და არც ისე კომფორტულია.




7. თეატრში სიარული ტანსაცმლის საჩვენებლად

image


ადრე თეატრში სტუმრობა ერთგვარი განსაკუთრებული მოვლენა იყო - უნდა ჩაგეცვა საუკეთესო სამოსი და შესაფერისი სამკაული. ეს ტრადიცია მდიდარი და კეთილშობილი ხალხის პრივილეგია იყო. ამიტომ ისინი სპექტაკლებზე დადიოდნენ არა მხოლოდ სანახაობისთვის, არამედ მათი დახვეწილი გემოვნებისა და სიმდიდრის დემონსტრირებისთვის. ორიოდე ათეული წლის წინ ყველაფერი შეიცვალა და თეატრის მოყვარულები ახლა გირჩევენ უბრალოდ კომფორტულად ჩავიცვათ.





8. ტატუ მხოლოდ ახალგაზრებისთვისაა

image


მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ტატუ, პირსინგი და ნათელი თმის ფერი მხოლოდ ახალგაზრდებისთვისაა.

სინამდვილეში 40 წლის ასაკში ქალმა უკეთ იცის რა სურს, რა უხდება და როგორ უნდა გამოიყურებოდეს.





9. მეგობრებთან შეხვედრები, ან მცირე წვეულება აუცილებლად სახლში უნდა გაიმართოს

image


სხვადასხვა დღესასწაულების სახლში გამართვა დიასახლისისთვის არა თუ წვეულება, არამედ ყველაზე გადამღლელი დღეა.

მასპინძელს მოუწევს ბინის დალაგება, სადღესასწაულო სუფრის ყველა კერძის მომზადება და საერთო ღონისძიების დაგეგმვა. წვეულების შემდეგ ამ ყვალაფრის ალაგება, ჭურჭლის დარეცხვა და სტუმრების მიმართ ყურადღებით ყოფნა, რომ კომფორტულად იყვნენ სტუმრები.

საბოლოოდ მასპინძელი დაღლილი უფრო აღმოჩნდება, ვიდრე ბედნიერი.



10. დასაკეცი დივანების გამოყენება საწოლების ნაცვლად

image


არამარტო არასასიამოვნოა ძილი დასაკეც დივანზე, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. უმჯობესია ნამდვილ საწოლზე დაიძინოთ.





11. ახალი კაბის შეძენა განსაკუთრებული შემთხვევისთვის, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ჩაიცვამთ

image


თუკი ერთხელ ჩაცმისთვის გინდათ კაბა, უმჯობესია იქირაოთ.





12. აივანი, როგორც ნივთების შენახვის ადგილი

image


აივნები ნამდვილი მაგნიტია სხვადასხვა არასაჭირო ნივთებისთვის. ყველაფერი, რაც არ ეტევა ბინაში, ან ნაგავშია გადასაგდები, ჯერ აივანზე აღმოჩნდება ხოლმე. სინამდვილეში, ეს ადგილი უფრო სასიამოვნო რამისთვისაა განკუთვნილი და საშუალებას აძლევს ქალაქელს, გარკვეული დრო გაატაროს ღია ცის ქვეშ, ბინის დატოვების გარეშე.




13. ფეხსაცმელი და ჩანთა ერთი კომპლექტი უნდა იყოს

image


აღარ არის საჭირო მაღაზიებში ხეტიალი საათობით, რომ იპოვოთ ფეხსაცმლის მსგავსი ჩანთა.

ეს ძალიან მოძველებური მეთოდია, თუმცა შეიძლება ერთ დღესაც ტრენდული გახდეს, მაგრამ არა მკაცრი წესი.





14. სავალდებულოა საქორწილო ბეჭდის ტარება

image

თუ დაქორწინებულ ქალს, ან კაცს საქორწინო ბეჭედი არ უკეთია, ეს არ ნიშნავს მათ სუსტ ზნეობრივ პრინციპებს.


ზოგი ადამიანი ალერგიულია ლითონების მიმართ, ან ზოგს შეიძლება, უბრალოდ არ მოსწონდეს სამკაულის ტარება.









0
958
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
958
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0